თომას კვირა-კვირაცხოვლობა

გამოწერა
აღდგომის ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, ანუ აღდგომის განახლება. ამ დღიდან მოყოლებული, ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის სწორზე კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო წირვას სამების ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.

აღდგომის ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, ანუ აღდგომის განახლება. ამ დღიდან მოყოლებული, ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი - Sputnik საქართველო
საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. სახარებაში აღწერილია, თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები. ამ შეხვედრას არ ესწრებოდა თომა, რომელსაც გული დასწყდა და თქვა, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ იესოს, არ დავიჯერებ მის აღდგომასო.

აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, უჩვენა ჭრილობები და უთხრა თომას, მოსულიყო და ხელით შეხებოდა. თომა მუხლებზე დაეცა და თაყვანი სცა მაცხოვარს. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება.

უფალმა უთხრა მას: “შენ იხილე და ირწმუნე, თომა, ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა”. 

კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი – საგანგებოდ გამომცხვარი პური რიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს და დიდი მადლით იმოსება. მორწმუნეები მას განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს იღებენ. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0