წალკაში ადგილობრივები გაზსადენის მშენებლობაზე დასაქმებას ითხოვენ

© photo: Sputnik / Эдуард Котляков / გადასვლა მედიაბანკშიგაზსადენის მშენებლობა
გაზსადენის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეთა განმარტებით, პირველ ეტაპზე ადგილობრივები უნდა დასაქმდნენ.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. წალკაში ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფელ ქიზილკილისას გზა გადაკეტა — აქციის მონაწილეები კომპანია "ბი-პი"-ს ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ადგილობრივები წალკაში მიმდინარე გაზსადენის მშენებლობაზე დასაქმებას ითხოვენ. მათი განცხადებით, "ბი-პი"-ს (British Petroleum BP) კონტრაქტორ კომპანია "ბეხტელენკას" ადგილზე 2 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და აქედან მხოლოდ 600-ია ადგილობრივი.

გაზსადენის მშენებლობა - Sputnik საქართველო
BP-ს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ახალი რეგიონული პრეზიდენტი ჰყავს

როგორც წალკაში მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, პირველ ეტაპზე ადგილობრივები უნდა დასაქმდნენ.

საუბარია სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტზე. წალკაში ამ დროისთვის გაზის საკომპრესორო სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს.

კომპანია BP კასპიის ზღვის აზერბაიჯანის შელფზე ნახშირწყალბადების მოპოვების პროექტის ოპერატორია, ასევე „შაჰ-დენიზის“ საბადოდან საქართველოს ტერიტორიის გავლით ნავთობისა და ბუნებრივი აირის ნავთობსადენ ბაქო-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენით ტრანსპორტირების ოპერატორიც.

BP-ს ინვესტიციები საქართველოს ტერიტორიაზე 2 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება.

ყველა ახალი ამბავი
0