საქართველოსა და უნგრეთის შს სამინისტროებმა თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს შსს–ს შენობა
საქართველოს შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკლარაციის თანახმად, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროები, ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად, საპოლიციო რეფორმების განხორციელებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ერთმანეთს გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოში უნგრეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კაროლი კონტრატმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას "ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ".

დეკლარაციის თანახმად, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროები, ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად, საპოლიციო რეფორმების განხორციელებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ერთმანეთს გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ, აღნიშნულია საქართველოს შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

პოლიციის ავტომობილები - Ford - პოლიციის დღის აღნიშვნა საქართველოში - Sputnik საქართველო
საქართველო ევროპოლთან ონლაინ-რეჟიმში ითანამშრომლებს

დოკუმენტის მიზანია მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა, ექსპერტებს შორის შეხვედრები, კონფერენციებისა და სემინარების მოწყობა.

დეკლარაციის ხელმოწერის შესახებ მხარეები 2016 წლის აპრილში, უნგრეთში, საქართველოს შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილისა და უნგრეთის შს მინისტრის, შანდორ პინტერის შეხვედრის დროს შეთანხმდნენ.

უნგრეთის სამთავრობო დელეგაცია პრემიერ–მინისტრ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ხუთშაბათს ჩამოვიდა. მან შეხვედრები გამართა ქვეყნის პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები1994 წლის 4 აგვისტოს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში.

ყველა ახალი ამბავი
0