19:20 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე შეიხ-ულ-ისლამ ალახშუქურ ფაშაზადე

კავკასიის მუსლიმთა სულიერი ლიდერი საქართველოში შეხვედრებს გამართავს

© Sputnik/ Владимир Родионов
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
3210

კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე შეიხ-ულ-ისლამ ალახშუქურ ფაშაზადე საქართველოში შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორესა და ქვეყნის პირველ პირებს.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე შეიხ-ულ-ისლამ ალახშუქურ ფაშაზადე პარასკევს საქართველოს ეწვევა, სადაც ქვეყნის პირველ პირებთან გამართავს შეხვედრებს, აღნიშნულია სამმართველოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ვიზიტის მსვლელობისას დაგეგმილია კავკასიის მუსლიმთა სულიერი ლიდერის შეხვედრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

შეიხ-ულ-ისლამ ალახშუქურ ფაშაზადე ასევე შეხვდება საქართველოში აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებს.

კავკასიის მუსლიმთა სამმართველო სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო-ადმინისტრაციული ორგანოა, რომელიც ბაქოშია განთავსებული. სამმართველო 1944 წლის 14 აპრილს დაარსდა.

მთავარი თემები