თბილისის დაბინძურებისთვის პირველივე დღეს 14 ადამიანი დააჯარიმეს

© FB / "Тбилсервис групп""თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები
თბილსერვის ჯგუფის ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ქალაქის დაბინძურებისთვის 14 ადამიანი დააჯარიმეს, აქედან 13-მა სიგარეტის ნამწვი გადააგდო ქუჩაში.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. თბილისის მერიასთან არსებული კომპანია "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა მუშაობის პირველივე დღეს ქალაქის დაბინძურებისთვის 14 ადამიანი დააჯარიმეს, აქედან სამი უცხოეთის მოქალაქეა, აღნიშნულია კომპანიის Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

პირველი ინსპექტორები თბილისის ქუჩებში 3 აპრილს გამოჩნდნენ, მაგრამ თავდაპირველად ისინი საინფორმაციო კამპანიას აწარმოებდნენ და აფრთხილებდნენ მოქალაქეებს, რომ ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის საჯარიმო სანქციებია დაწესებული.

14-დან 13 ჯარიმა ქუჩაში სიგარეტის ნამწვის დაგდებისთვის გამოწერეს, ხოლო ერთი — მუნიციპალურ ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენის უკანონოდ განთავსებისთვის.

გაწმენდის სამუშაოები თბილისის მეტროში - Sputnik საქართველო
მეტროსადგურებს სპეციალური სითხით წმენდენ

წყვილი ქვეითი ინსპექტორი დედაქალაქის ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილდებიან. სპეციალური უნიფორმის გარდა, ისინი აღჭურვილი არიან პლანშეტებითა და სპეციალური კამერებით.

რაც შეეხება ჯარიმებს, 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება — 80 ლარით; იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან — 100 ლარით; 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება — 150 ლარით; იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან — 500 ლარით ჯარიმდება.

ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურებისთვის ასევე დაწესდა ჯარიმები ძაღლებისა და სხვა შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის. ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 50 ლარია.

ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) — 150 ლარით ჯარიმდება. ხოლო ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) — 500 ლარით.

სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ითვალისწინებს ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის — 400 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის —1000 ლარის ოდენობით.

ყველა ახალი ამბავი
0