ემიგრანტი ქალის გმირობა: ნატო ჭანტურიძე უგონოდაა

© photo: Sputnik / Evgeniy Samarin / გადასვლა მედიაბანკშირეანიმაციის განყოფილება საავადმყოფოში
რეანიმაციის განყოფილება საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატო ჭანტურიძე ცეცხლმოკიდებული სახლიდან ხანშიშესული მამაკაცის გადარჩენას ცდილობდა.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ქართველი ემიგრანტი, 54 წლის ნატო ჭანტურიძე, რომელმაც ათენში ცეცხლმოკიდებული სახლიდან ხანდაზმული მამაკაცის გადარჩენას ცდილობდა, უგონოდ არის და იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ნათქვამია წერილში, რომელიც საბერძნეთში საქართველოს საელჩოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

ხანძარი - Sputnik საქართველო
ქართველმა ემიგრანტმა ქალბატონმა ბერძენი მოხუცის გადასარჩენად გმირობა ჩაიდინა

უბედური შემთხვევა 16 აპრილს მოხდა. სახლში, სადაც ჭანტურიძე მოხუცებულ ცოლ-ქმარს უვლიდა, გაურკვეველი მიზეზების გამო ხანძარი გაჩნდა. იმ მომენტში ის სახლში იმყოფებოდა. რადგან მოხუცებული ქალი ლოგინს იყო მიჯაჭვული, ჭანტურიძემ მისი მეუღლის გადარჩენა გადაწყვიტა. მოგვიანებით მაშველებმა ორივე უგონო მდგომარეობაში იპოვეს, მოხუცებული ქალი კი დაიწვა. თავდაპირველად გამოცხადდა, რომ ქართველი ემიგრანტი გვარად არის ჭანტურია.

„ამჟამად, ქალბატონი ნატო იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, უგონო, შოკურ მდგომარეობაში. ექიმების განმარტებით, ქალბატონი ნატო ჭანტურიძის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე საუბარი, შესაძლებელი იქნება ტრავმის მიღებიდან მეხუთე დღეს, რაც დამახასიათებელია სხეულის მსგავსი დაზიანებისათვის", — ნათქვამია განცხადებაში.

საბერძნეთში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ ნატო ჭანტურიძემ ბევრი სისხლი დაკარგა. დახმარების მსურველები უნდა მივიდნენ საავადმყოფო "გენიმატაში" და მისთვის სისხლი გაიღონ. დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი 18-დან 60 წლამდე პირი, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა.

საქართველოს საელჩო ნატო ჭანტურიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის. საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური მკაცრ მონიტორინგს უწევს ქართველი ემიგრანტის მკურნალობის პროცესს, ნათქვამია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0