საქართველოს მოსახლეობას კვების პროდუქტების შეძენისას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

© AFP 2024 / VANO SHLAMOV თევზით მოვაჭრეები თბილისის ერთ-ერთ ბაზარში
თევზით მოვაჭრეები თბილისის ერთ-ერთ ბაზარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ პროდუქტების მიღება, რომლებიც შეძენილია ისეთ ადგილებში, სადაც შენახვის შესაბამისი პირობები დაცული არ არის, საშიშია.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო აღდგომის წინ ქვეყნის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან იზრდება მაღალი რისკის შემცველი სურსათის რეალიზაციის საფრთხე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში.

წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 16 აპრილს აღინიშნება.

"სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები", აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში Facebook-გვერდზე.

ქუჩის მოვაჭრეების აქცია - Sputnik საქართველო
თბილისის მერია გარემოვაჭრეებთან ბრძოლას განაგრძობს

განსაკუთრებით საშიშია ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, კვერცხის, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა, აღნიშნულია განცხადებაში.

სურსათის სააგენტო მიესალმება თბილისის მერიის გადაწყვეტილებას გარემოვაჭრეებისთვის ადგილის გამოყოფის შესახებ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სურსათის უვნებლობის სტანდარტები და რეალიზაციის პირობები.

ქუჩაში ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა თბილისში მარტის ბოლოს დაიწყო. მერიის თანამშრომლებმა პირველად მარჯანიშვილის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია მოასუფთავეს. ამან გარემოვაჭრეების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყეს.

ყველა ახალი ამბავი
0