ვითარება ზემო ლარსზე: საავტომობილო მოძრაობა თავისუფალია

გამოწერა
მოძრაობა საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ზვავსაშიშროების გამო გუშინ დაიკეტა.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში ცალმხრივად მიმდინარეობს.

დარიალის ხეობის 134-135 კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

მოძრაობა "ყაზბეგი-ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტის მიმართულებით გუშინ ზვავის ჩამოწოლის საშიშროების გამო დაიკეტა.

ყველა ახალი ამბავი
0