Sputnik-ის მკითხველი სილამაზის კონკურსში ბავშვების მონაწილეობის წინააღმდეგია

© Sputnik / Alexander Imedashviliგოგონა "Sputnik საქართველოს" ვებ-გვერდს ეცნობა
გოგონა Sputnik საქართველოს ვებ-გვერდს ეცნობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
"Sputnik საქართველომ" გაარკვია თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მკითხველს ბავშვების სილამაზის კონკურსში მონაწილეობისადმი.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. Sputnik საქართველოს" მკითხველთა უმრავლესობას სილამაზის კონკურსებში ბავშვების მონაწილეობა არ მოსწონს, ასეთია ახალი ამბების სააგენტოს ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

მარიამ ბერძენიშვილი - Sputnik საქართველო
Little Miss & Mister Galaxy-ზე საქართველოს მარიამ ბერძენიშვილი წარადგენს

კითხვაზეროგორ უყურებთ სილამაზის კონკურსებში ბავშვების მონაწილეობას" გამოკითხულთა 76,9%-მა უპასუხა, რომ კატეგორიულად წინააღმდეგია, ხოლო 7% კი თანახმაა.

წინააღმდეგი არ არის, მაგრამ საკუთარ შვილს კონკურსზე არ გაუშვებს მკითხველთა 15,4%.

გასულ კვირაში ექვსი წლის მარიამ ბერძენიშვილმა საქართველოდან სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე Little Miss & Mister Galaxy ბულგარეთში გაიმარჯვა. კონკურსი მეცხრედ ჩატარდა და მასში 50 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

საერთაშორისო კონკურსი Little Miss&Mister Galaxy მეათედ გაიმართა, მასში 50 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. საქართველომ ამ კონკურსში მეხუთედ მიიღო მონაწილეობა. წელს კონკურსი 13 მარტს დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0