„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

"თელასი"
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. სააქციო საზოგადოება თელასი" იუწყება, რომ 24 მარტს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის, სოფელ გლდანის და ავშნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქუთათელაძის, თაბუკაშვილის და ბროსეს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), რომის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის 27-ე კორპუსის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0