საქართველოს პრემიერმა იუსტიციის მინისტრს ქალიშვილის დაბადება მიულოცა

© Sputnik / Alexander Imedashviliთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი დეკრეტულ შვებულებაში 17 მარტს გავიდა, 18 მარტს კი გოგონა გააჩინა.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს პირველი შვილის შეძენა მიულოცა.

წულუკიანმა გოგონა 18 მარტს გააჩინა, რომელსაც მარიამი დაარქვეს. ერთი დღით ადრე წულუკიანი ორი თვით დეკრეტულ შვებულებაში გავიდა.

"მინდა ჩვენს კოლეგას, თეა წულუკიანს, მივულოცო ქალიშვილის შეძენა და ჯანმრთელობა ვუსურვო, როგორც ქალიშვილს, ასევე დედას — ჩვენთვის ყველასთვის ძალიან საყვარელ ადამიანს", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

თეა წულუკიანი 2016 წლის დეკემბერში გათხოვდა. მისი რჩეული ნუგზარ კაკულიაა, რომელიც წარსულში იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი იყო.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი დედა გახდა

თეა წულუკიანი 1975 წლის 21 იანვარს დაიბადა. იუსტიციის მინისტრის პოსტი მას 2012 წლის ოქტომბრიდან უკავია.

წულუკიანს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული დიპლომატიის აკადემია აქვს დამთავრებული. წულუკიანი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ პოლიტიკის კვლევისა და ანალიტიკის ცენტრში მუშაობდა. 2000 წელს მან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იურისტის პოსტი დაიკავა. 2005 წელს უფროსი იურისტის ჩინი მიიღო, ერთი წლის შემდეგ კი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სარეგლამენტო კომიტეტის წევრი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0