„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

"თელასი"
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. სააქციო საზოგადოება თელასი" იუწყება, რომ 23 მარტს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, თოდრიას, გორდის და ზედაზენის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორბეთის, კლდეკარის, სამღერეთის, წერონისის, ლაითურის, სუვოროვის, ზედაზენის, ჟღენტის და ნაქალაქევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, იერუსალიმის მოედნის, კოტე აფხაზის, ხანძთელის, იერუსალიმის, აბოვიანის და ბერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

15:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის, ლვოვის, კანდელაკის, ტაშკენტის, ვაზისუბნის, ონიაშვილის და დელისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0