07:23 29 მარტი 2017
პირდაპირი ეთერი
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები პრეზიდენტის სასახლეში

დაუნის სინდრომის მქონე პირებს საქართველოს პრეზიდენტის სასახლემ უმასპინძლა

© FB / PresidentMargvelashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
5701

დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდებმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს და პრეზიდენტსა და პირველ ლედის შეხვდნენ.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პრეზიდენტის სასახლეში დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდებს უმასპინძლეს, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის პრეს–სამსახურის განცხადებაში.

გამართული მიღება მიეძღვნა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანის საერთაშორისო დღეს (World Down Syndrome Day), რომელიც ყოველწლიურად 21 მარტს აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში იმართებოდა სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ამ ბავშვების საზოგადოებრივ ინტეგრაციას ემსახურება.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები პრეზიდენტის სასახლეში
პრეზიდენტის პრესსამსახური
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები პრეზიდენტის სასახლეში

სასახლეში ექსკურსიის შემდეგ მარგველაშვილმა ახალგაზრდებს სამუშაო კაბინეტში თავად უმასპინძლა და მათი უფლებების შესახებ ესაუბრა.

პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ახალგაზრდებს საჩუქრად საქართველოს კონსტიტუცია და წიგნის ვაუჩერები გადასცეს.

დაუნის სინდრომი — ბუნებრივად განვითარებადი თანდაყოლილი გენური პათოლოგიის ერთ–ერთი ფორმაა, რომელიც მსოფლიოს ყველა რეგიონშია გავრცელებული და მეტწილად მოტორიკის, ფიზიკური მახასიათებლებისა და ჯანმრთელობის ცვლილებებს იწვევს.

მთავარი თემები