ილია მეორე: ვწუხვართ, რომ ეს ხდება საქართველოში

გამოწერა
ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს, 11 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირებისთვის ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაემორჩილა და ურთიერთშელაპარაკება არეულობაში გადაიზარდა.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბათუმში განვითარებული მოვლენები შეაფასა

ერთ-ერთი ქართული ტელეარხის ოპერატორი ბათუმში მომხდარი არეულობების დროს დამწვარ მანქანებს იღებს - Sputnik საქართველო
არეულობა ბათუმში

„ნგრევა ყოფილა აჭარაში, მანქანების მტვრევა. ვწუხვართ, რომ ეს ხდება საქართველოში, რომელიც არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. სიმშვიდე შევინარჩუნოთ სულში, გულში, სახლში, გონებაში, შვილებში. შვილებს უნდა ვაჩვენოთ მაგალითი სიმშვიდისა,“ — განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს, 11 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირებისთვის ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაემორჩილა და ურთიერთშელაპარაკება არეულობაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა ექვსი ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა. სტიქიური აქცია არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა დაწვეს ავტომობილები და ბლოკირებული ჰქონდათ  პოლიციის შენობა. სპეცდანიშნულების რაზმმა დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0