შსს–ში ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხებზე მორიგი შეხვედრა გაიმართა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს შსს–ს შენობა
საქართველოს შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი უძღვებოდა, აღნიშნულია უწყების ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„შეხვედრაზე განიხილეს შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით პოლიციელთა შემდგომი მომზადებისა და ტრენინგების, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ „112“-ში შესული ზარების ანალიზის საკითხები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
აჭარაში პოლიციელებს ამერიკელმა სპეციალისტებმა ძალადობის შესახებ ტრენინგები ჩაუტარეს

სხდომაზე ასევე განიხილეს შსს–სა და ევროკავშირის მიმდინარე ერთობლივი პროექტი — „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

პროექტის მიზანია ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება, სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლება და არასამთავრობო სექტორთან და სახელმწიფო უწყებებთან  კოორდინაციის გაუმჯობესება.

„ჩვენ გავაანალიზეთ არსებული ვითარება. ვისაუბრეთ არსებულ პრობლემებზე და გადაჭრის გზებზე. დავგეგმეთ გარკვეული ღონისძიებები… ეს საკითხი არის ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანი“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომლის ეფექტურად განხორციელებისთვის სამინისტრო სამოქალაქო სექტორთან მჭიდროდ თანამშრომლობს. 

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სამინისტრო მართავს სხვადასხვა ღონისძიებას, ტრენინგებს, კამპანიებს და სხვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0