Little Miss & Mister Galaxy-ზე საქართველოს მარიამ ბერძენიშვილი წარადგენს

© FB / Nino Shamanauriმარიამ ბერძენიშვილი
მარიამ ბერძენიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფიაში 13-21 მარტს სილამაზის კონკურსი Little Miss & Mister Galaxy ჩატარდება.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ბულგარეთში სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე Little Miss & Mister Galaxy  საქართველოს ექვსი წლის მარიამ ბერძენიშვილი წარადგენს.

ბერძენიშვილი კონკურსზე Little Miss Galaxy Georgia კომპეტენტურმა ჟიურიმ შეარჩია. კონკურსი თბილისში 5 მარტს ჩატარდა.

მის ბიუსტი 2016 - Sputnik საქართველო
კონკურსი „მის მკერდი 2017“ საქართველოში გაზაფხულზე ჩატარდება

„საერთაშორისო კონკურსი Little Miss & Mister Galaxy 13 მარტს დაიწყება და 21 მარტამდე გასტანს. ეს პრესტიჟული კონკურსია, რომელიც, პროგრამისა და კონკურსანტებისადმი მოთხოვნების გათვალისწინებით, სერიოზულ მზადებას მოითხოვს“, — განუცხადა „Sputnik საქართველოს“ სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელმა, კონკურსის Little Miss Galaxy Georgia-ს ორგანიზატორმა ეკატერინე მგალობლიშვილმა.

კონკურსის პირველი ღონისძიება ეროვნულ კოსტიუმებს მიეძღვნება. მარიამი დიზაინერ ნუგზარ კვანტალიანის მიერ შეკერილ ქართულ ეროვნული კაბას წარადგენს.

შემდეგი ეტაპია ტური სახელწოდებით Fashion show, სადაც მონაწილეები საღამოს კაბებით გამოვლენ. მარიამისთვის კაბა ქართველმა დიზაინერმა ინგა შარვაძემ შეკერა.

მესამე ტური ორგანიზატორებმა მონაწილეების ნიჭის გამოვლენას მიუძღვნეს. Talent show-ში მარიამი შეასრულებს „თბილისოს“ ექვსი წლის ანასტასია ბაკურაძესთან ერთად, რომელმაც გაიმარჯვა კონკურსში Little Miss Galaxy – 2014.

კონკურსის მეოთხე ტურში მონაწილეებმა ჟიურის საკუთარი ქვეყნის შესახებ უნდა მოუთხრონ.

მის სამყარო 24 წლის ფრანგი ირის მიტენარი - Sputnik საქართველო
ქართველი ლამაზმანი „მის სამყარო“ ვერ გახდა

დაგეგმილია ბავშვების შეხვედრები ბულგარეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. კონკურსის წევრები მათ საჩუქრებს გადასცემენ, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ტრადიციებისა და კულტურის ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს.

მგალობლიშვილის თქმით, ქართულ სასაჩუქრე კალათაში წელს მოხვდა ქართული ღვინო, ჩოხა და თბილისის პეიზაჟების ამსახველი სურათები.

საერთაშორისო კონკურსის როგორც კონკურსანტების, ისე ორგანიზატორების ერთ-ერთი საყვარელი და საინტერესო ტურია „მეგობრობის საღამო“, სადაც ყველა ქვეყანა ადგილზე ამზადებს ეროვნულ კერძს და სტუმრებს უმასპინძლდება.

„წელს ხინკლისა და ჩურჩხელის გაკეთება გადავწყვიტეთ. ასევე წავიღებთ ქართულ ჩირს, თხილსა და ლიმონათს. 20 ქვეყნის წარმომადგენელმა მოითხოვა მსხლის ლიმონათი, რომელიც ძალიან მოსწონთ“, — განაცხადა მგალობლიშვილმა.

კონკურსის გამარჯვებულს ფინალურ შოუში დაასახელებენ.

საერთაშორისო კონკურსი Little Miss&Mister Galaxy მეათედ ტარდება და მასში 50 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. საქართველო ამ კონკურსში მეხუთედ იღებს მონაწილეობას. ეკა მგალობლიშვილმა კონკურსის Little Miss Galaxy Georgia ჩატარების ლიცენზია 2012 წელს მიიღო. 2013 წელს მან პირველად ჩაატარა კონკურსი და გამოავლინა გამარჯვებული, რომელმაც შემდეგ საქართველო საერთაშორისო კონკურსზე Little Miss & Mister Galaxy წარადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0