ქართული ბრენდი ANOUKI მილანის მოდის კვირეულის ოფიციალური წევრი გახდა

© FB / anoukibrandქართველი დიზაინერი ანუკი არეშიძე
ქართველი დიზაინერი ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა კალაძის მეუღლის მიერ შექმნილი ქართული ბრენდი ANOUKI მილანის მოდის კვირეულის ოფიციალური წევრი გახდა.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. პოპულარული ქართული ბრენდი ANOUKI, რომლის დამაარსებელიც ანუკი არეშიძე — ყოფილი ფეხბურთელის, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერ კახა კალაძის მეუღლეა, მილანის მოდის კვირეულის ოფიციალური წევრი გახდა.

თავისი პირველი დამოუკიდებელი კოლექცია ქართველმა დიზაინერმა ანუკი არეშიძემ 2013 წელს წარმოადგინა. მას შემდეგ მისი ყოველი შოუ დარბაზებს ავსებს, ხოლო კოლექციები იყიდება თბილისისა და ბათუმის მონობუტიკებში, ასევე მის ონლაინ-მაღაზიაში.

დაუტცენ კრუზი მოდის კვირეულზე ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
Victoria's Secret-ის ანგელოსი საზოგადოებაში ქართული კაბით გამოვიდა

„მილანის მოდის კვირეულის ორგანიზატორის Camera Nazionale della Moda Italiana-ს გადაწყვეტილებით, ANOUKI მოხვდა რამდენიმე ბრენდს შორის, რომლებიც ამ სეზონიდან შეუერთდებიან კვირეულს, როგორც მუდმივი წევრები!“ — აღნიშნულია ქართული ბრენდის განცხადებაში.

მილანის მოდის კვირეული მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. მის ჩვენებებზე სხვადასხვა ატელიე და მოდის სახლი მაყურებელს საკუთარ კოლექციებს უჩვენებს და ახალი სეზონის მოდის მიმართულებების შეფასების საშუალებას იძლევა.

სწორედ ოთხ „მოდის დედაქალაქში“ (ე.წ. დიდი ოთხეული) მოდის კვირეული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძიებაა. პირველი ჩვენებები, ტრადიციულად, ნიუ-იორკში იწყება, შემდეგ იმართება ლონდონსა და მილანში, ხოლო მოდის შოუს ფინალი პარიზში ტარდება.

წელს მილანის მოდის კვირეული 22-28 თებერვალს ლეონარდო და ვინჩის მუზეუმში იმართება. ბრენდი ANOUKI იქ წარმოადგენს ახალ კოლექციას — შემოდგომა-ზამთარი 2017.

ბრენდის ახალი კოლექციის მთავარი ლაიტმოტივი ქართული დამწერლობა გახდა. ასევე ეწოდება ტანსაცმლის ხაზს – Feel the scent of the Georgian Alphabet („შეიგრძენი ქართული ანბანის არომატი“).

ყველა ახალი ამბავი
0