NUMBEO: საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში მეშვიდეა

გამოწერა
პორტალ NUMBEO–ს კვლევის თანახმად, საქართველოში დანაშაულის ინდექსმა 20,83 შეადგინა, ხოლო უსაფრთხოების — 79,17.

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. ცნობილი კვლევითი პორტალის NUMBEO–ს მიერ შედგენილი მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში მსოფლიოს 125 ქვეყნებს შორის საქართველომ მეშვიდე ადგილი დაიკავა.

Numbeo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებისა და ქვეყნების მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით ყალიბდება. ამჯერად პორტალმა 2017 წლის დანაშაულის ინდექსი წარმოადგინა (Crime Index 2017).

საქართველოში დანაშაულის ინდექსმა 20,83 შეადგინა, ხოლო უსაფრთხოების ინდექსმა — 79,17. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: საქართველო ტერორისტებისთვის კორიდორს არ წარმოადგენს

უსაფრთხოების რეიტინგში ლიდერობს კატარი, სადაც დანაშაულის ინდექსმა 15,7 შეადგინა, ხოლო უსაფრთხოების ინდექსმა — 84,3. ლიდერთა ხუთეულში ასევე შევიდნენ სინგაპური, ტაივანი, ავსტრია და არაბეთის გაერთიანებული საემიროები.

ყველაზე უარესი მაჩვენებლები გააჩნიათ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ვენესუელა, პაპუა–ახალი გვინეა, ჰონდურასი, სამხრეთ სუდანი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ავღანეთი.

რაც შეეხება საქართველოს უახლოეს მეზობლებს, აზერბაიჯანი მე–18 ადგილზეა, სომხეთი — მე–19, თურქეთი — 55–ე, ხოლო რუსეთმა 68–ე ადგილი დაიკავა.

NUMBEO–ს ვებ-გვერდზე წარმოდგენილია აქტუალური ინფორმაცია, თუ რა ჯდება ცხოვრება სხვადასხვა ქვეყანაში, აგრეთვე უძრავი ქონების ფასებზე, ჯანდაცვასა და დანაშაულზე, ტრანსპორტზე და ჰაერის დაბინძურებაზე, ასევე სასარგებლო ინფორმაცია მოგზაურებისთვის.


ყველა ახალი ამბავი
0