სკანდალი საქართველოს საპატრიარქოში: მამალაძეს შოკისმომგვრელი ჩვენების მიცემა შეუძლია

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც აქამდე დუმილის უფლებას იყენებდა, უახლოეს პერიოდში ჩვენების მიცემას აპირებს.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ საქმეზე მალე შოკისმომგვრელ ჩვენებას მისცემს.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მამალაძის დაცვას საქმის დეტალების გახმაურება აუკრძალეს. ერთადერთი, რაც მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის სახელით განაცხადა, ისაა, რომ საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებაზე.

ილია მეორე ჟურნალისტებს ესაუბრება თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
ილია მეორე: ხალხს პასუხი უნდა მივცეთ

მამალაძე დღემდე დუმილის უფლებით სარგებლობს, მაგრამ, როგორც რამიშვილმა ტელეკომპანია Rustavi 2-ის ეთერში განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მალე დაარღვევს დუმილს და ჩვენებას მისცემს. ამასთან, მან ჟურნალისტებს კითხვაზე, იქნება თუ არა ამ ჩვენებაში რაიმე შოკისმომგვრელი, დადებითი პასუხი გასცა.

საქმის კონკრეტულად რა დეტალებზეა საუბარი, ეს ჩვენების შემდეგ გახდება ცნობილი, დასძინა ადვოკატმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უფრო ადრე მამალაძის საქმეზე კომენტარისას განაცხადა, რომ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მამალაძის დაკავებით დიდი ტრაგედია იქნა თავიდან აცილებული.

„ჩვენ უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა – დააფიქსიროს, ამტკიცოს თავისი სიმართლე, ან სიმართლის თავისი ვერსია. ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართალდამცველ სტრუქტურებს, აკეთონ თავისი საქმე პოლიტიკური ჩარევების გარეშე. მე მინდა შევახსენო ყველას, რომ დღეს შეჯიბრებითობა და უდანაშაულობის პრეზუმცია დარღვეულია საქართველოში და მამა გიორგის და ადვოკატებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა თავისი სიმართლე გააცნონ საზოგადოებას, რადგან ჩვენ ყველანი ამაზე ვსაუბრობთ“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პატრიარქი თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
ილია მეორე: საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ მამალაძის საქმეს შეისწავლის

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო, სადაც მკურნალობის კურსს ილია მეორე გადიოდა. სასულიერო პირის ბარგში ძლიერმოქმედი საწამლავი – ნატრიუმის ციანიდი იპოვეს.

მამალაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ის ჩაფიძის კარდიოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს.

სამშობლოში დაბრუნებულმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას არ ახსოვს. მან ბრძანა, რომ საპატრიარქო და ხელისუფლება მომხდართან დაკავშირებით ერთად უნდა გაერკვნენ ვითარებაში.

ყველა ახალი ამბავი
0