ილია მეორის დახვედრის მსურველები აეროპორტში უფასოდ მისვლას შეძლებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliყვითელი ავტობუსები
ყვითელი ავტობუსები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლის ილია მეორის აეროპორტში დახვედრის მსურველებისთვის სპეციალური ავტობუსები გამოიყოფა, რომლებიც „ვარდების მოედნიდან“ 15:00 საათზე გავლენ.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დახვედრის მსურველთათვის თბილისის მერიამ ოთხი ავტობუსი გამოყო.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი ორშაბათს გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდება. გერმანიაში მას ნაღვლის ბუშტის ლაპარასკოპია გაუკეთეს. უწმინდესი ბერლინიდან თბილისის დროით 14:00 საათზე გამოფრინდება და თბილისში 17:30 საათზე იქნება.

„ავტობუსები 14:30 საათზე „ვარდების მოედანზე“ გაჩერდებიან და 15:00 საათზე მსურველებს აეროპორტის მიმართულებით უფასოდ გადაიყვანენ“, — ნათქვამია მერიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

მორწმუნეები სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე - Sputnik საქართველო
მრევლი საქართველოს პატრიარქს თბილისში ცოცხალი ჯაჭვით დახვდება

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ პატივისცემის გამოხატვის მიზნით ეკლესიის მრევლი აეროპორტიდან საპატრიარქოს მიმართულებით „ცოცხალი ჯაჭვის“ მოწყობას აპირებს. 

სანამ პატრიარქი გერმანიაში მკურნალობდა, მაღალი იერარქიის მღვდელმსახურის მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს გერმანიაში გაფრენის წინ. მის ბარგში მომწამვლელი ნივთიერება — ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩინეს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა უარყოფს, რომ მამალაძე კათოლიკოს-პატრიარქზე გეგმავდა თავდასხმას, ილია მეორის დაცვის მიზნით უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 84 წლისაა. ის ქართულ ეკლესიას 39 წელია უდგას სათავეში.

ყველა ახალი ამბავი
0