ხელოვნების სასახლე მსოფლიო მნიშვნელობის შედევრებს მასპინძლობს

© მ. ბლიაძეხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცე
ხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში უნიკალური ნამუშევრები აშშ-დან ჩამოიტანეს. ფერწერული ტილოები სახვითი ხელოვნების ქართველი კოლექციონერის დავით კობახიძის კერძო კოლექციიდანაა.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. გიგო გაბაშვილის, პიკასოს, კანდინსკის, რუბოს, ფებერის და მაქსიმილიან ლუსის შედევრებად აღიარებული ნამუშევრები ხელოვნების სასახლეში, ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საგამოფენო დარბაზში გამოიფინა. 

გამოფენა 18 თებერვალს გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფერწერული ტილოები კერძო კოლექციონერ დავით კობახიძეს ეკუთვნის. თითოეული მათგანი სოტბის, ქრისტის და მსოფლიოს სხვა წამყვან აუქციონებზეა შეძენილი. 

© FB/ Jabraili Sasaxlidanხელოვნების სასახლეში სენსაციური გამოფენა გაიხსნა
ხელოვნების სასახლეში სენსაციური გამოფენა გაიხსნა - Sputnik საქართველო
ხელოვნების სასახლეში სენსაციური გამოფენა გაიხსნა

როგორც ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ „sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას განაცხადა, ექსპოზიცია იმით არის გამორჩეული, რომ დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა ნახოს არა მარტო მსოფლიო დონის შედევრები, არამედ ქართული ეროვნული მნიშვნელობის მქონე ნამუშევრები, რომელიც ამ საგანძურის ნაწილია.

„ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ძალიან კარგი კოლექცია. მათ შორის არის პიკასოს და კანდინსკის ორი ნამუშევარი, რომლებიც საქართველოში არასოდეს გამოფენილა. ეს არის ამერიკაში მოღვაწე ქართველი კოლექციონერის დავით კობახიძის კოლექცია, რომელიც შეძენილია რამდენიმე ძალიან ცნობილ და პრესტიჟულ აუქციონზე. ჩვენთვის ამ კოლექციაში საყურადღებოა გიგო გაბაშვილი, რადგან გამოფენაზე წარმოდგენილია მისი სამი ნამუშევარი, რომლებიც თავის დროზე შეიქმნა ამერიკელი კოლექციონერის დაკვეთით, რაც საქართველოში გამოფენილი არ ყოფილა“, — აცხადებს გიორგი კალანდია. 

© FB/ ART PALACE ხელოვნების სასახლენახატების გამოფენა ხელოვნების სასახლეში
ნახატების გამოფენა ხელოვნების სასახლეში - Sputnik საქართველო
ნახატების გამოფენა ხელოვნების სასახლეში

გამოფენას უამრავი ადამიანი დაესწრო. მათ შორის, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, რომელმაც ექსპოზიცია მეუღლესთან ერთად დაათვალიერა. გარდა მიმდინარე ექსპოზიციისა, იან კელიმ ხელოვნების სასახლის მუდმივი საგამოფენო დარბაზებიც დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ ხელოვნების სასახლის მნიშვნელოვან ნაწილს აღდგენითი სამუშაოები სწორედ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და პატრონაჟით ჩაუტარდა.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში სასახლის რესტავრაციისთვის გრანტი გამოყო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი მცირე წვლილი შევიტანეთ ამ ადგილის აღდგენაში. ნახატებთან ერთად გავეცანი ისტორიული, სამეფო სამოსის გამოფენას და აღფრთოვანებული დავრჩი“, — აღნიშნა იან კელიმ. 

© FB/ Jabraili Sasaxlidanხელოვნების სასახლეში სენსაციური გამოფენა გაიხსნა
ხელოვნების სასახლეში სენსაციური გამოფენა გაიხსნა - Sputnik საქართველო
ხელოვნების სასახლეში სენსაციური გამოფენა გაიხსნა

როგორც გიორგი კალანდიამ განაცხადა, ხელოვნების სასახლე დამთვალიერებელს ორი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს. თუმცა, დაინტერესების შემთხვევაში, გამოფენა, შესაძლოა, გარკვეული ვადით გაგრძელდეს.

ყველა ახალი ამბავი
0