ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვები უღელტეხილებზე

© Sputnik / Alexander Imedashviliზამთარი მთაში
ზამთარი მთაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინტენსიური თოვა და ლიპყინული საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ტრანსპორტის გადაადგილებას ართულებს.

თბილისი 20 თებერვალი – Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს რამდენიმე ავტომაგისტრალზე შეზღუდვები მოქმედებს, ნათქვამია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

დათოვლილი გზა - Sputnik საქართველო
დიდთოვლობამ აჭარის მაღალმთიანეთში პრობლემები შექმნა

ძლიერი ყინვის, ლიპყინულისა და ინტენსიური თოვის გამო, სომხეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე გარკვეული პრობლემები არსებობს. კერძოდ, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის  90-112 კმ და  კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 110-146 კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე შეზღუდვები მოქმედებს ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 86-106 კმ მონაკვეთზე.

ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 35-72 კმ მონაკვეთზე და ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 1-140 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 30-188 კმ (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ანალოგიური რეჟიმი მოქმედებს ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 100-125კმ მონაკვეთზე.

ყველა ახალი ამბავი
0