22:11 18 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8700
  • 100 RUB3.9137
  • USD2.4488
ხელოვნების სასახლე

ხელოვნების სასახლეში სენსაციური გამოფენა იგეგმება

Art palace
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
37830

სასახლეში გამოფენის დეტალებს გარკვეული მიზეზების გამო არ ასაჯაროებენ.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. ხელოვნების სასახლის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე „სენსაციური გამოფენა“ დააანონსეს.

„მსოფლიო შედევრები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ქართველი კოლექციონერის საგანძური… ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტები უკვე ჩამოვიდა, სულ მალე შედევრების ორიგინალებსაც იხილავთ, ეს უნდა ნახოთ, ეს არ უნდა გამოტოვოთ!“ — ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ხელოვნების სასახლეში სენსაციური გამოფენა გაიხსნა
ხელოვნების სასახლეში სენსაციური გამოფენა გაიხსნა

„sputnik–საქართველო“ ხელოვნების სასახლის პრეს-ცენტრს დაუკავშირდა, სადაც არსებული ინფორმაცია დაგვიდასტურეს, მაგრამ, უძვირფასესი ხელოვნების ნიმუშების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გამოფენის დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება. თუმცა, როგორც მუზეუმის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან შიძლება ვივარაუდოთ, წარმოდგენილ კოლექციაში, შესაძლოა, იყოს ვასილი კანდინსკის და პაბლო პიკასოს ორიგინალი ნახატები.

ხელოვნების სასახლეში გამოფენა 18 თებერვალს, 14:00 საათზე გაიხსნება.

მთავარი თემები