თსუ-ის პირველი უსინათლო დოქტორი გურანდა ჯამათაშვილი გახდა

© FB / Министерство образования Грузииგურანდა გვაზავა მოსწავლეებთან
გურანდა გვაზავა მოსწავლეებთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
გურანდა ჯამათაშვილის ნამუშევრის წყალობით თბილისის უნივერსიტეტში შეიმუშავებენ პროგრამას მასწავლებლებისთვის, რომლებიც უსინათლო ბავშვებთან იმუშავებენ.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ისტორიაში პირველად უსინათლო კანდიდატმა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა, აღნიშნეს საქართველოს განათლების სამინისტროში.

გურანდა ჯამათაშვილის ნამუშევარი ინკლუზიურ განათლებას ეძღვნება. ის 202-ე უსინათლოთა სკოლა-პანსიონის ინგლისური ენის პედაგოგია. მან კარგად იცის პრობლემები, რომლებიც უსინათლო ბავშვებს სწავლის პროცესში ექმნებათ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის გავლა.

თემაზე მუშაობის პერიოდში გურანდა აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო სემინარებში, კონფერენციებსა თუ საჯარო შეხვედრებში.

მისი ინიციატივით მოიწვიეს ქართველი და უცხოელი ექსპერტები. მათი მონაწილეობითა და კონსულტაციებით თსუ-ის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტში მზადდება მასწავლებელთა განათლების პროგრამა უსინათლო ბავშვების სწავლებისათვის.

შშმ პირი - Sputnik საქართველო
საქართველოში პირველად ინკლუზიური განათლების პორტალი შეიქმნა

საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს ქვეყანაში ინკლუზიური განათლების განვითარებას; ამისთვის მუშავდება სპეციალური პროგრამები, რომლებიც მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების (შშმ) მაქსიმალურ ჩართვაზე განათლების პროცესში.

საქართველოში შშმ პირებს შესაძლებლობა აქვთ, სრულიად უფასოდ ისწავლონ პროფესიულ სასწავლებლებში, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ — დასაქმდნენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 2 118 მოსწავლეა.

შშმ პირები მცხეთაში - Sputnik საქართველო
მცხეთის ღირსშესანიშნაობები შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდა

ინკლუზიური განათლება სწავლების ისეთი პროცესია, როდესაც ყველა ბავშვი, მათი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური, კულტურულ-ეთნიკური, ენობრივი და სხვა განსაკუთრებულობების მიუხედავად, განათლების ერთიან სისტემაშია ჩართული და თავის თანატოლებთან ერთად საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ერთსა და იმავე სასწავლო დაწესებულებაში სწავლობს.

ყველა ახალი ამბავი
0