Sputnik-ის მკითხველები ტელეარხ НТВ-ს შოუს Ты супер! უყურებენ

© Пресс-служба НТВТы супер!"
Ты супер! - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველოს“ მკითხველთა ნაწილი მუსიკალურ კონკურსში Ты супер! საქართველოს წარმომადგენლის გამოსვლას ელოდება.

თბილისი, 13 თებერვალი— Sputnik. „Sputnik საქართველოს“ მკითხველთა გარკვეულ ნაწილს შოუს Ты супер! ყურება აქვს გადაწყვეტილი, რომელშიც საქართველოდან 12 წლის ნანა ვარძელაშვილი მონაწილეობს.

კერძოდ, კითხვაზე „აპირებთ უყუროთ შოუს Ты супер!, რომელშიც საქართველოს ნანა ვარძელაშვილი წარადგენს?“ — გამოკითხულთა 16,7%-მა უპასუხა „ბოლომდე ვუყურებ“.

ამასთან, გამოკითხვაში მონაწილეთა 61,1% შოუს ყურებას არ აპირებს.

„ვუყურებ, თუ დრო მექნება“ — ასეთი პასუხი გასცა გამოკითხვაში მონაწილეთა 11,1%-მა, ხოლო 5,6% მხოლოდ ქართველი შემსრულებლის გამოსვლის ყურებას აპირებს. 

ტელეარხ НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის პროექტი Ты супер! ნიჭიერ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შანსს აძლევს საკუთარ თავზე განაცხადი გააკეთონ და დიდ სცენაზე გაიკვალონ გზა. მისი მონაწილეა 92 ვოკალისტი რუსეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ესტონეთიდან.

ნანა ვარძელაშვილი: კონკურსის Ты Супер! მონაწილე საქართველოდან - Sputnik საქართველო
ნანა ვარძელაშვილი: კონკურსის Ты Супер! მონაწილე საქართველოდან

ნანა ვარძელაშვილი წარმოშობით ქარელიდანაა. დედა ექვსი წლის წინ გარდაეცვალა და მიმღებ ოჯახში იზრდება. ნანას კანდიდატურა წინასწარი კასტინგის დროს შეარჩიეს.

საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველომ“ საკუთარ რესურსებზე ტელეარხ НТВ-ს საერთაშორისო საბავშვო ვოკალური კონკურსის Ты супер! პირდაპირი ეთერის ტრანსლაცია დაიწყო. ტრანსლაცია 11 თებერვალს დაიწყო და ყოველდღე გადაიცემა Sputnik-ის პორტალებზე.

სატელევიზიო შოუს Ты супер! კონკურსანტებს კომპეტენტური ჟიური აფასებს, რომლის შემადგენლობაში შედიან რუსეთის წამყვანი მუსიკოსები და პროდიუსერები. მათ შორის არიან არაორდინალური იოლკა, სტას პიეხა, ვიქტორ დრობიში და მარგარიტა სუხანკინა. პროექტის წამყვანია ვადიმ ტაკმენიოვი.

კონკურსი Ты супер! რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0