Ты супер!: მუსიკალური შოუს პრემიერა შაბათს გაიმართება

© Пресс-служба НТВპროექტის Ты супер! ჟიურის წევრები და წამყვანი
პროექტის Ты супер! ჟიურის წევრები და წამყვანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მუსიკალური კონკურსის Ты супер! ნახვა НТВ–ს არხზეა შესაძლებელი, რომელიც საკაბელო და სათანამგზავრო ქსელებშია ხელმისაწვდომი.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო ვოკალური კონკურსის Ты супер! პრემიერა 11 თებერვალს, თბილისის დროით 20:00 საათზე შედგება, პირდაპირ ეთერში მისი ნახვა რუსულ ტელეარხ НТВ–ზე და „Sputnik–საქართველოს“ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი.

ტელეარხ НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის პროექტი Ты супер! ნიჭიერ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შანსს აძლევს საკუთარ თავზე განაცხადი გააკეთონ და დიდ სცენაზე გაიკვალონ გზა. მისი მონაწილეა 92 ვოკალისტი რუსეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ესტონეთიდან.

ნანა ვარძელაშვილი: კონკურსის Ты Супер! მონაწილე საქართველოდან - Sputnik საქართველო
ნანა ვარძელაშვილი: კონკურსის Ты Супер! მონაწილე საქართველოდან

საქართველოს წარმოადგენს 12 წლის ნანა ვარძელაშვილი ქარელიდან. ის წინასწარი კასტინგის დროს შეარჩიეს.

მუსიკალური შოუ რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორცილდება. შოუს НТВ-ს პოპულარული წამყვანი ვადიმ ტაკმენევი წაიყვანს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik–ი ნიჭიერი ბავშვების წარმატებას თვალს ადევნებს — კონკურსის შედეგებზე მკითხველი შოუს ონლაინ–დღიურებიდან და სააგენტოს ვებ-გვერდებზე პირდაპირი ტრანსლაციებიდან შეიტყობს.

ყველა ახალი ამბავი
0