ქართველ ახალგაზრდა დედებს იწვევენ სილამაზის კონკურსზე „რუნეტის დედოფალი 2017“

გამოწერა
ქართველ ახალგაზრდა დედებს, რომლებიც რუსულ ენას ფლობენ, შეუძლიათ საერთაშორისო პროექტში მიიღონ მონაწილეობა.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ქართველმა ახალგაზრდა დედებმა, რომელთა ასაკი 23-დან 39 წლამდეა და რომლებიც ფლობენ რუსულ ენას, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სილამაზის კონკურსში „რუნეტის დედოფალი 2017“, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ პროექტის ორგანიზატორებმა.

მის სამყარო 24 წლის ფრანგი ირის მიტენარი - Sputnik საქართველო
ქართველი ლამაზმანი „მის სამყარო“ ვერ გახდა

„რუნეტის დედოფალი“ — რუსეთსა და ახლო უცხოეთის ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საერთაშორისო სილამაზის კონკურსია, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდა დედები. ორგანიზატორების სიტყვებით, კონკურსი ოჯახის განმტკიცების, სულიერ-მორალური ღირებულებების, ქალთა სოციალური სტატუსის, სიყვარულსა და ერთგულებაზე დაფუძნებული მტკიცე მრავალშვილიანი ოჯახის განმტკიცებისა და აღორძინების მიზნით ტარდება.

მიმდინარე წლიდან კონკურსის ფორმატი საერთაშორისო გახდა.

„ამიერიდან კონკურსში მონაწილეობის მიღება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ 23-დან-39 წლამდე ასაკის ახალგაზრდა დედებს შეუძლიათ. მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეები რაღაც დონეზე ფლობდნენ რუსულ ენას, რადგან ვიდეოწარდგენის ჩაწერა რუსულ ენაზე მოუწევთ“, — ნათქვამია განცხადებაში.

მეოთხედფინალში გამარჯვებულებს ინტერნეტის მომხმარებელი გამოავლენს ხმის მიცემით, კონკურსის ნახევარფინალში ყველაზე მეტი ხმის მქონე თითოეული ქვეყნის 10-მდე მონაწილე გავა, რომლებმაც საინტერესო ვიდეოწარდგენა უნდა ჩაწერონ. ამ ვიდეო–სავიზიტო ბარათებსაც ხმას ინტერნეტ-მომხმარებელი მისცემს.

რომანტიკური ურთიერთობები, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგი: გიყვარდეთ თქვენი შვილები უპირობოდ, ისეთები როგორებიც არიან

„ფინალში ხუთი ყველაზე მიმზიდველი დედა გადავა. პროექტის თანახმად, მასში ერთი ქვეყნიდან რამდენიმე წარმომადგენელსაც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს. კონკურსის ფინალი რუსეთში, სავარაუდოდ, 2017 წლის აპრილი-მაისის თვეში ჩატარდება, რომელზეც გამოვლინდება ჩვენი პლანეტის ყველაზე ლამაზი დედა“, — აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.

კონკურსისთვის რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდა დედების შერჩევა 2017 წლის 10 თებერვლამდე გაგრძელდება. სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის კასტინგი კი 20 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება.

თუ რომელ ქალაქში და როდის გაიმართება კონკურსი, ამის შესახებ ზუსტ ინფორმაციას ორგანიზატორები მოგვიანებით გაავრცელებენ.

კონკურსის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება და ასევე ანკეტის შევსება პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი.

ყველა ახალი ამბავი
0