ვითარება საქართველოს გზებზე: ლიპყინული სომხეთისკენ ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს

© Facebook / Roads Department of Georgiaგზის გაწმენდა
გზის გაწმენდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოდან სომხეთის მიმართულებით ავტომობილით გადაადგილების მსურველებმა უნდა იცოდნენ, რომ რიგ მაგისტრალებზე შეზღუდვებია დაწესებული.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თოვლისა და ლიპყინულის გამო საქართველოს რიგ მაგისტრალებზე, მათ შორის საქართველოს-სომხეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე, შეზღუდვები მოქმედებს, აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გზის გაწმენდა თოვლისგან - Sputnik საქართველო
ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვები სომხეთის მიმართულებით

სომხეთის საზღვრისკენ მიმავალი ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90-112-ე კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ანალოგიური რეჟიმი მოქმედებს კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა (ფარავანი)-ნინოწმინდის 110–146-ე კმ მონაკვეთზე.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 71-188-ე კმ (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლისა და ლიპყინულის გამო ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 35-72-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-22-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0