ახალი ინიციატივა განათლების სამინისტროში – სამუშაო შეხვედრები მშობლებთან

გამოწერა
სამუშაო შეხვედრები მშობლებთან სისტემატურად გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ყველა მშობელს ექნება. ამ ინიციატივის მეშვეობით მშობლები შვილების განათლების პროცესში აქტიურ მონაწილეობას შეძლებენ.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით, სამინისტროში მოსაწავლეთა მშობლების მოსმენა და მათთან ერთად პრობლემური საკითხების მოგვარება დაიწყო.

როგორც უწყების ვებ–გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამუშაო შეხვედრები მშობლებთან სისტემატურად გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ყველა მშობელს ექნება. ამ ინიციატივის მეშვეობით მშობლები შვილების განათლების პროცესში აქტიურ მონაწილეობას შეძლებენ.

მშობლებთან პირველი შეხვედრა სამუშაო ფორმატში უკვე გაიმართა.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
ჯეჯელავა საზოგადოებას განათლების საკითხებზე დებატებში ჩართვისკენ მოუწოდებს

„მშობლებს საშუალება ჰქონდათ ესაუბრათ სასკოლო ცხოვრების როგორც დადებით, ისე პრობლემურ საკითხებზე, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები, მიეღოთ ინფორმაცია ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და დაგეგმილ სიახლეებზე“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ჯეჯელავამ ბავშვების სასწავლო პროცესში მშობლების აქტიური ჩართვის შესახებ უფრო ადრეც განაცხადა და აღნიშნა, რომ მასწავლებელთან ერთად ბავშვის აღზრდაში მშობელს ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მასწავლებელმა რაც უნდა ბევრი გააკეთოს მოსწავლისთვის, თუ ბავშვმა იგივე სახლში, ოჯახი არ დაინახა, ამას შედეგი არ მოჰყვება, განაცხადა მან.

განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელიც ამ თანამდებობაზე 2016 წლის ივნისის დასაწყისში დაინიშნა, ყურადღება მიიპყრო განსაკუთრებული აქტიურობითა და განათლების სისტემის რეფორმირებისადმი ახალი დამოკიდებულებით. ის ასევე ცნობილია, როგორც საგანმანათლებლო სფეროში ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებთან მებრძოლი.

ყველა ახალი ამბავი
0