პროექტი „ჯანსაღი თაობა“ საქართველოს ყველა სკოლაში განხორციელდება

გამოწერა
ხელისუფლება მოსწავლეებს შორის ფიზიკური აქტივობის განვითარებას გეგმავს.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოში სტარტს იღებს ახალი პროექტი „ჯანსაღი თაობა“, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისნის რაიონში №103 სკოლის ახალი შენობის გახსნისას.

სკოლის ძველი, ავარიული შენობა სამი წლის წინ დაანგრიეს, რის გამოც მოსწავლეები იძულებული იყვნენ დროებით ვაზისუბნის რაიონში ერთ-ერთ სკოლაში გაეგრძელებინათ სწავლა.

ბავშვები კომპიუტერთან - Sputnik საქართველო
საქართველოს სკოლებში დისტანციურად სწავლა იქნება შესაძლებელი

„ეს სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და მიხარია, რომ მას დღეს თქვენთან ერთად ვხსნი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს სკოლა არის მთლიანად ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისთვისაც“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პროექტი „ჯანსაღი თაობა“, რომელიც მოსწავლეებს შორის ფიზიკური აქტივობის განვითარებას ითვალისწინებს, ქვეყნის ყველა სკოლაში საქართველოს განათლებისა და სპორტის სამინისტროების თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელდება. პროექტი სათავეს სწორედ 103-ე სკოლიდან აიღებს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ უწყებამ უკვე ააშენა ათი ახალი სკოლა და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0