ბათუმის სპორტსკოლის გადასარჩენად პეტიცია შედგა

© Sputnik / Denis Aslanovბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში სპორტული სკოლის შენობების ნაწილი გასხვისდა.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ბათუმში, სპორტული სკოლის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების ადგილზე, სადაც სპორტის 15 სახეობაში დაახლოებით 1000-მდე ბავშვი ვარჯიშობს, „ორბი–ჯგუფი“ სასტუმროს აშენებას გეგმავს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

საუბარია 4 559 კვადრატულ მეტრ ფართობზე. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, კომპანიამ იქვე 12 ათასი კვადრატული მეტრი საინვესტიციო ტერიტორია შარშან შეიძინა. ჯამში “ორბი–ჯგუფი ბათუმი” 16 500 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე დიდ სასტუმრო კომპლექსს ააშენებს. კომპანიამ ტერიტორია 10 მილიონ ლარად შეიძინა. გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ 29 დეკემბერს მიიღო.
ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების ერთი ნაწილი, მათ შორის, სპორტსმენები აპროტესტებენ.

ტრამპ თაუერი ბათუმში - Sputnik საქართველო
ბათუმში „ტრამპ თაუერს" მაინც ააშენებენ

როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ინვესტორმა 200 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელების მიზნით შეიძინა მხოლოდ სპორტული სკოლის უკან არსებული ორი სპორტული ცენტრის მიწის ნაკვეთი, თუმცა მოქმედი სპორტული სახეობების უწყვეტად ფუნქციონირების მიზნით კომპანია 18 თვის განმავლობაში ალტერნატიულ შენობა-ნაგებობაში სპორტული სახეობების განთავსების ხარჯებს დაფარავს.

პარალელურად უკვე დაწყებულია ლეონიძის ქუჩაზე ახალი სპორტული ცენტრის მშენებლობის დასაწყებად საჭირო პროცედურები, რასაც აჭარის მთავრობა უზრუნველყოფს.

სპორტსმენები აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებენ და მოითხოვენ ხელუხლებელი დარჩეს ბათუმის სპორტული სკოლის ადმინისტრაციული შენობა, სანამ არ აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი, და არსებულ ტერიტორიაზე შენარჩუნდეს ძველი ფლიგელები, სადაც მიმდინარეობს ინტენსიური წვრთნები.

ბათუმის სპორტსკოლის დასაცავად შესაბამისი პეტიცია შედგა.

ქალაქ ბათუმის სპორტული სკოლა 2012 წლის 3 იანვარს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა და სასპორტო სკოლად ჩამოყალიბდა. სკოლაში მოზარდები სპორტის 20 სახეობაში ვარჯიშობენ.

ყველა ახალი ამბავი
0