დისკი სახელწოდებით „თამრიკო დუდუნიას 13 მეგობარი“

© FB/ Tamriko Duduniaთამრიკო დუდუნია
თამრიკო დუდუნია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მეცო-სოპრანოს მუსიკალური მიმართულება მრავალმხრივია: ნიუ-ჯაზი, პოპ-როკი, ფოლკი… ახალ დისკში შესულია მომღერლის მიერ სხვადასხვა ჟანრში შესრულებული სიმღერები, რომლებსაც თამრიკო დუდუნია ასრულებს ცნობილ ქართველ მომღერლებთან ერთად.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. თბილისში გამოდის მოსკოვში მოღვაწე წარმატებული ქართველი მომღერლის თამრიკო დუდუნიას სიმღერების ახალი დისკი სახელწოდებით „თამრიკო დუდუნიას 13 მეგობარი“. დისკი EYE Studio-შია ჩაწერილი.

ქართველი მეცო-სოპრანოს მუსიკალური მიმართულება მრავალმხრივია: ნიუ-ჯაზი, პოპ-როკი, ფოლკი… ახალ დისკში შესულია მომღერლის მიერ სხვადასხვა ჟანრში შესრულებული სიმღერები, რომლებსაც თამრიკო დუდუნია ასრულებს ცნობილ ქართველ მომღერლებთან ერთად, რომელთა შორისაა გერმანიაში მოღვაწე, წარმოშობით ქართველი მომღერალი ბრენდონ სტოუნი.

© FB/ Tamriko Duduniaთამრიკო დუდუნია
თამრიკო დუდუნია - Sputnik საქართველო
თამრიკო დუდუნია

ამჟამად მომღერალი თბილისში ახალი დისკის გამოსვლასთან დაკავშირებითაა ჩამოსული.

თამრიკო დუდუნია განათლებით ექიმი-პედიატრია, 2007 წელს დააამთავრა მუსიკალური სკოლა სპეციალობით „საესტრადო ვოკალი“. მომღერალი თბილისში დაიბადა, 1994 წლიდან სმოლენსკში ცხოვრობს. არის არაერთი საერთაშორისო მუსიკალური, ვოკალური კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი. 2007 წელს საერთაშორისო მუსიკალურ კონკურს-ფესტივალში „ღია ევროპა“ ის საუკეთესო შემსრულებელთა ათეულში მოხვდა.

© FB/ Tamriko Duduniaთამრიკო დუდუნია
თამრიკო დუდუნია - Sputnik საქართველო
თამრიკო დუდუნია

2013 წელს დუდუნიას იტალიის ქალაქ რეჯო დი კალაბრიაში გამართულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე „იტალიის მეგობართა მელოდები“ გრან-პრი მიენიჭა. ამავე წელს გამოიცა თამრიკო დუდუნიას ინგლისურენოვანი სიმღერების მეორე ალბომი Sweet Memories. 2015 წლის 4 იანვარს თბილისში, „ასსა ჰოლში“ მისი სოლო-კონცერტი გაიმართა. მომღერალი მუდმივი მონაწილეა პროექტისა „საქართველოს ხმები“, რომელიც მოსკოვში მაცხოვრის სახელობის ტაძართან არსებულ საეკლესიო კრებების დარბაზში ტარდება. რუსეთში მომღერალი აქტიურად უწევს პოპულარიზაციას ქართულ კულტურას.

ყველა ახალი ამბავი
0