მეფეები ბაგრატ მესამე და სოლომონ პირველი წმინდანებად შერაცხეს

© Sputnik / Alexander Imedashviliგერგეთის მონასტერი
გერგეთის მონასტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა ბაგრატ მესამე, რომელიც გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე იყო და სოლომონ პირველი, რომელსაც ხალხმა იმერეთის სამეფოს გადამრჩენელი უწოდა.

თბილისი, 5 იანვარი— Sputnik. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა ორი მეფე — ბაგრატ მესამე და სოლომონ პირველი წმინდანებად შერაცხა, იუწყება საპატრიარქოს ტელეკომპანია „ერთსულოვნება“.

ბაგრატ მესამე გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე იყო. ის 975-1014 წლებში მეფობდა.

ბაგრატი საქართველოს სახელმწიფოს დამაარსებლად ითვლება, ასევე პირველ მეფედ, რომელმაც „აფხაზთა და ქართველთა“ მეფის ტიტული მოიპოვა. სრულად ბაგრატ მესამის ტიტული ასე ჟღერდა: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, კურაპალატი“.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დღეს 84 წლისა შესრულდა

ბაგრატ მესამის მეფობის დროს საქართველოს შემადგენლობაში შევიდნენ ტაო-კლარჯეთი, შავშეთი და სამცხე-ჯავახეთი. ამჟამად ტაო–კლარჯეთი და შავშეთი თურქეთს ეკუთვნის. ბაგრატ მესამის დროს საქართველოს დედაქალაქი იყო ქუთაისი, სადაც ბაგრატმა საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე დიდი ტაძარი — „ბაგრატი“ ააგო, რომელიც გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო გახდა.

ბაგრატ მესამის დროს აიგო ნიკორწმინდისა და ბედიის მონასტრებიც. მეფე ბაგრატი ბედიაშია დაკრძალული.

იმერეთის მეფე სოლომონ პირველი ტახტზე 1752 წელს ავიდა. ამ დროს საქართველოს თურქ-ოსმალები მართავდნენ და ქვეყანა მათ ხარკს უხდიდა. სოლომონ პირველმა ქვეყანაში გარკვეული სახის საგადასახადო რეფორმის გატარება შეძლო — სახელმწიფოსთვის გადასახადის ოდენობა განსაზღვრა და გლეხები გადასახადებისგან გაათავისუფლა.

სოლომონ პირველმა ტყვეთა ვაჭრობას უსასტიკესი ომი გამოუცხადა, რითიც გამეფებული თურქების იმედგაცრუება გამოიწვია, რაც საბოლოო ჯამში ომში გადაიზარდა. 1757 წლის დეკემბერში მეფემ თავის ჯართან ერთად ხრესილის მინდორზე თურქ-ოსმალები დაამარცხა და მათგან სამეფო გაათავისუფლა.

სოლომონ პირველის მეუღლემ, დედოფალმა მარიამმა ქმარს ქვეყნის განმანათლებელი უწოდა, ხალხმა კი მას იმერეთის სამეფოს გადამრჩენელი შეარქვა.

რუსეთის იმპერატორი ეკატერინე მეორე სოლომონ პირველის შესახებ ამბობდა: „ქრისტიანული რჯულის მამაცი, მზრუნველი და ღირსეული მეფე“.

მეფე სოლომონ პირველი 1784 წელს გარდაიცვალა. ის გელათის ტაძარშია დაკრძალული.

ყველა ახალი ამბავი
0