სახიფათო პიროტექნიკა: თბილისში ახალ წელს 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

გამოწერა
ალკოჰოლური და საკვებით ინტოქსიკაცია 450-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

თბილისი, 3 იანვარი— Sputnik. ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის გამო 54 ადამიანი დაშავდა, მათგან ორს თითების ამპუტაცია ჩაუტარდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება საიფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია".

გამოძახებები ფიქსირდებოდა 31 დეკემბრიდან (10:00 საათიდან) 3 იანვრამდე (10:00 საათამდე).

„ორ სრულწლოვან პაციენტს თითების ამპუტაცია ჩაუტარდა, დანარჩენებმა სხეულის სხვადასხვა ნაწილების დამწვრობა მიიღეს", — მოჰყავს სააგენტოს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენლის სიტყვები.

ახალი წლის დღეებში სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამოძახების ყველაზე ხშირი მიზეზი ალკოჰოლური ინტოქსიკაცია იყო. ის 414-მა ადამიანმა მიიღო, მათგან 116 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საკვებით ინტოქსიკაცია 62 ადამიანს დაემართა, რომელთაგან 23 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„მინდა ავღნიშნო, რომ ეს სრული მონაცემები არაა, რადგან ჩვენ ის მონაცემები წარმოვადგინეთ, რომლებიც გამოძახებების დროს დაფიქსირდა. შესაძლოა, რომ ზოგიერთმა სამედიცინო დაწესებულებას თვითონ მიმართა ან დახმარება სახლის პირობებში მიიღო", — ხაზგასმით აღნიშნა სააგენტოს თანამშრომელმა.

ყველა ახალი ამბავი
0