01:55 22 იანვარი 2017
პირდაპირი ეთერი
ტელევიზორი

წლის გარიგება: „იმედი“, „მაესტრო“ და GDS ერთიანდებიან

© Flickr/ Robert S. Donovan
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
31 0 0

მოლაპარაკებები „იმედის“, „მაესტროსა“ და GDS–ის მედიაჰოლდინგში გაერთიანების შესახებ რამდენიმე კვირა გრძელდებოდა და ორი დღის წინ დასრულდა.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. განსვენებული ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის, ინა გუდავაძის „იმედი“, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერას GDS და შპს „სტუდია მაესტრო“, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ მართავს, ერთ მედიაჰოლდინგში ერთიანდებიან. 

ერთ მედიაჰოლდინგში „იმედის“, GDS–ისა და „მაესტროს“ გაერთიანების შესახებ „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტს გიორგი გაჩეჩილაძემ განუცხადა, რომელმაც „სტუდია მაესტროში“ თავისი 55%–იანი წილი გუდავაძეს მიჰყიდა. 

მოლაპარაკებები მედიაჰოლდინგის შექმნის შესახებ რამდენიმე კვირა გრძელდებოდა და ორი დღის წინ დასრულდა. ტელეკომპანია „მაესტრო“ მედიაჰოლდინგში 2017 წლის იანვრიდან შევა.

„მას ცნობილი ქართველი მეცენატი ინა გუდავაძე დააფინანსებს. მასთან ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობები მაქვს. ვფიქრობ, საქართველოში მასმედიის სფეროში ყველაფერი დალაგდება… ვფიქრობ, ძალიან კარგი გადაცემები გაკეთდება. ინას აქვს ასეთი ამბიცია“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

„მაესტროს“ მედიაჰოლდინგში გაერთიანების კიდევ ერთი მიზეზი დაფინანსების არარსებობაა. გაჩეჩილაძის თქმით, ბოლო დრო მას თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემის საშუალება არ ჰქონდა.

„ტელევიზიის დაფინანსებისთვის ფული უკვე აღარ გვქონდა, იცით, რომ ტელევიზია ძალზე ძვირი რამაა. არ ვიცი, ხვალ რა ხელფასს მიიღებს ჩემი ჟურნალისტი… ხოლო ქალბატონი ინა ყველაფერს გააკეთებს, რომ დაფინანსებამ არასდროს დააგვიანოს“, – დასძინა გაჩეჩილაძემ.

გაჩეჩილაძე დარწუნებულია, რომ „მაესტროს“ სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება.

„სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება. ჩემი უფლებები ქალბატონ ინას გადავეცი და მას ძალიან ვენდობი… ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში მედიასივრცე თავისუფალი იყოს და იყოს კარგი გადაცემები, რომლებიც მოსწონს ხალხს და მაყურებელს“, – განაცხადა მან.

გაჩეჩილაძემ გუდავაძისთვის თავისი წილის გადაცემის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მფლობელები ასევე არიან მაკა ასათიანი (25%), მამუკა ღლონტი (15%) დ ეკატერინე აკობია (5%).

„მათი აზრი არ ვიცი, რადგან ისინი უმცირესობაში არიან. როცა მე ვიყავი უმცირესობაში, ჩემი აზრი არავის აინტერესებდა. ახლა მე ვარ უმრავლესობაში და მე არ მაინტრესებს მათი აზრი“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მამუკა ღლონტი მიიჩნევს, რომ ამ გარიგებაში ჩარეულია საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნის მედიასივრცის ხელში ჩაგდება სურს.

„ამ ყველაფრის უკან მე ვხედავ ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს… მათ შემომითვალეს, რომ თუ არ მივყიდით წილებს, ისინი „მაესტროს“ საწესდებო კაპიტალს გაზრდიან და ამ ფორმით საერთოდ გაგვაგდებენ „მაესტროს“ დამფუძნებელთა რიგიდან“, – განაცხადა ღლონტმა ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის ეთერში.

რაც შეეხება GDS–ს, მოლაპარაკებები ტელეკომპანიის ძირითადი წილის გაყიდვაზე სრულდება, განაცხადა გაჩეჩილაძემ.

 

მთავარი თემები