01:53 22 იანვარი 2017
პირდაპირი ეთერი
სადღესასწაულო სუფრა

„Sputnik–საქართველოს“ მკითხველთა უმრავლესობა ახალ წელს ოჯახურ გარემოში შეხვდება

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო ახალი 2017 წლისთვის ემზადება (35)
13 0 0

„Sputnik საქართველომ“ გადაწყვიტა გაერკვია, როგორ აისახება ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა ქვეყნის მოსახლეობის საახალწლო სუფრაზე.

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. „Sputnik–საქართველოს“ მკითხველთა უმეტესობა საახალწლო დღესასწაულს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად შეხვდება, ამას ახალი ამბების სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მოწმობს.

ლარის კურსი ბოლო დროს აშშ დოლარის მიმართ სწრაფად ეცემოდა და 2,8 GEL/$1 ნიშნულს მიუახლოვდა. 2015 წლის 26 დეკემბერიდან ლარი დოლარის  მიმართ 14,5%-ით დაეცა.

კითხვაზე: „თქვენ საახალწლო გეგმებზე აისახება თუ არა ლარის ვარდნა?“ რესპონდენტების 41,2%-მა უპასუხა, რომ ეცდება, ახალ წელს მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდეს და ამით საახალწლო სუფრაზე ეკონომია გააკეთოს.

ეკონომიას საჩუქრებზე ნაკლები თანხის დახარჯვით აპირებს გამოკითხვის მონაწილეთა 5,9%.

თანაბრად გადანაწილდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც საახალწლო სუფრაზე თანხას ხელმომჭირნედ დახარჯავს და სადღესასწაულო ღონისძიებებზე უარს იტყვის — 17,6%. ამდენივეა იმ რესპონდენტების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც არ აპირებენ საკუთარი გეგმების შეცვლას.

„Sputnik–საქართველოს“ ავტორი ეკატერინე მიქარიძე თბილისის ბაზრებსა და სუპერმარკეტებს ეწვია და გაარკვია, რომ ქართული ტრადიციული საახალწლო სუფრის გაშლა მინიმუმ 500 ლარი დაჯდება.

თემები:
საქართველო ახალი 2017 წლისთვის ემზადება (35)

მთავარი თემები