ენგურის ხიდზე ავტობუსით მიმოსვლა აღდგა

© photo: Sputnik / Sergey Pyatakov / გადასვლა მედიაბანკშისასაზღვრო პუნქტი გალში
სასაზღვრო პუნქტი გალში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტობუსი ენგურის ხიდზე ორივე მიმართულებით დღეში რამდენჯერმე იმოძრავებს და ის მოსახლეობას უსასყიდლოდ მოემსახურება.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. ენგურის ხიდზე, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთთან  აკავშირებს,  კვლავ იმოძრავებს ავტობუსი, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

ენგურის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო - Sputnik საქართველო
ენგურის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს ხელისუფლებამ ენგურის ხიდის სარემონტო სამუშაოები, რომელიც სექტემბრის თვეში დაიწყო, უკვე დაასრულა.

ენგურის ხიდზე ავტობუსები მანამდეც გადაადგილდებოდნენ, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ენგურის ხიდზე ტრანსპორტით მიმოსვლა შეიზღუდა.

ეს წინასაახალწლოდ ძალიან კარგი და სასიამოვნო ინფორმაციაა. დარწმუნებული ვარ მთელი წლის განმავლობაში, სანამ ჩვენ ამ პრობლემას (აფხაზეთთან — რედ.) არ გადავჭრით, ჩვენს მოქალაქეებს — ეთნიკურ ქართველებსა და აფხაზებს, შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ამ ხიდით“, — განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ პეტრე კანკავამ.

ავტობუსი ენგურის ხიდზე ორივე მიმართულებით დღეში რამდენჯერმე იმოძრავებს და ის მოსახლეობას უსასყიდლოდ მოემსახურება.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის შემდეგ ენგურის ხიდზე ტრანსპორტით მიმოსვლა შეზღუდული იყო.

ყველა ახალი ამბავი
0