00:28 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოველში

პატრიარქის დაბადების დღე თბილისში კონცერტით აღინიშნება

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
4101

ბილეთების გაყიდვიდან მიღებული თანხა მთლიანად საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაბადების დღეს, 4 იანვარს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება კონცერტი, რომელზეც ცნობილი ქართველი და უცხოელი მომღერლები და მუსიკოსები გამოვლენ.

ოპერის თეატრის სცენიდან კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს მიულოცავენ მომღერლები ნინო სურგულაძე, ლადო ათანელი, ბადრი მაისურაძე, მარიამ როინიშვილი, პიანისტი ვალერი შიუკაშვილი. საღამოს სპეციალური სტუმრის სტატუსით დაესწრება ცნობილი ვიოლონჩელისტი ისრაელიდან მიშა მაისკი, იუწყებიან ორგანიზატორები.

გარდა ამისა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა და სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი. აკომპანიმენტს საზეიმო საღამოზე საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი შეასრულებს ნიკოლოზ რაჭველის, ზვიად ბოლქვაძისა და სვიმონ ჯანგულაშვილის დირიჟორობით.

ბილეთების გაყიდვიდან მიღებული თანხა საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.

საღამოს ორგანიზატორია საქართველოს კულტურის პალატა, მხარდამჭერი — კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

მთავარი თემები