02:19 23 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
სანთლები სვეტიცხოვლის ტაძარში

ყრმათა მოწყვეტის დანაშაულის მომნანიებელი დედები თბილისში ტაძარს ააგებენ

© Sputnik/ Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
5001

დედები, რომელთაც მუცლადღებულ ყრმათა მოწყვეტის დანაშაული აწუხებთ, სინანულის გამოსახატად ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარს ააგებენ.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. დედები, რომლებიც გაკეთებული აბორტების გამო სინანულს განიცდიან და ის ექიმი-გინეკოლოგები, რომლებმაც ამას ხელი შეუწყვეს, წმინდა სამების სახელობის ტაძარს ააშენებენ, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მასში ასევე ხაზგასმულია, რომ ათეისტური რეჟიმის პირობებში მრავალი ადამიანი ვერ აცნობიერებდა, რამდენად დიდი ცოდვაა აბორტი და მას უბრალო მოვლენად აღიქვამდა.

„მას შემდეგ, რაც ჩვენი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ეკლესიური ცხოვრება დაიწყო, დედებს, რომელთაც მუცლადღებულ ყრმათა მოწყვეტის დანაშაული აწუხებთ (მათ შორის ექიმ-გინეკოლოგებიც არიან) გაუჩნდათ სურვილი, თავისი სინანულის გამოსახატად ააგონ ტაძარი ყოვლადწმინდა სამების სახელზე“, — წერია საპატრიარქოს ვებგვერდზე.

ეკლესია თბილისში, ხუდადოვის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე აიგება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მშენებლების ჯგუფი დალოცა და დაწყებულ საქმეში წარმატება უსურვა.

2012 წელს საქართველოში ოფიციალურად 40 ათასი აბორტი დაფიქსირდა, ხოლო 2014 წელს მათი რაოდენობა 33 ათასამდე შემცირდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ქვეყანაში 2015 წელს სულ 59 ათასი 249 ბავშვი დაიბადა, აქედან გოგონების რაოდენობას ბიჭებისა 9%-ით ჭარბობდა.

2014 წლის მონაცემებთან შედარებით, 2015 წელს საქართველოში შობადობა 2,3%-ით შემცირდა, სიკვდილიანობა კი 0,7%-ით გაიზარდა.

მთავარი თემები