ქართული წარმოშობის ცნობილი რუსი ბითბოქსიორი თბილისში გამოვა

© https://www.facebook.com/BeatboxVahtang/ვახტანგ კალანდაძე
ვახტანგ კალანდაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ბითბოქსის ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ კალანდაძე დეკემბრის ბოლოს თბილისში კონცერტით წარდგება.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. ქართული წარმოშობის პოპულარული რუსი ბითბოქსიორი, მუსიკოსი და ვოკალისტი, „მუზ–ტვ“–სა და „ოქროს გრამოფონის“ პრემიების მფლობელი ვახტანგ კალანდაძე თბილისში 22 დეკემბერს გამოვა.

კონცერტი Tbilisi Event Hall–ში (მელიქიშვილის 1) გაიმართება, აღნიშნულია ღონისძიების „ფეისბუქის“ გვერდზე.

მუსიკოსის თბილისში კონცერტის ორგანიზატორია კომპანია Dvizh Events.

წიგნი სერგეი სურგუჩევ-თაყაიშვილზე - Sputnik საქართველო
ქართული წარმოშობის მოსკოველ პოეტზე საქართველოში წიგნი გამოსცეს

ვახტანგი წარმოშობით თბილისელია. მას ბავშვობიდან უყვარს სიმღერა და იმპროვიზირება. ცხრა წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. იქ მამამ ბითბოქსი გააცნო.

2009 წელს ვახტანგმა, რომელსაც ამ დროს გნესინების სახელობის მუსიკალური ინსტიტუტი უკვე დამთავრებული ჰქონდა, მონაწილეობა მიიღო ბითბოქსში მსოფლიო ჩემპიონატში და მეორე ადგილი დაიკავა. 2012 წლის შემოდგომაზე რუსეთში ბითბოქსის ფედერაციის შექმნა დაიწყო და ვახტანგი ამჟამად მისი პრეზიდენტია.

28 წლის მუსიკოსი თავისი გამოსვლების დროს რიტმის, საბაზო ხაზებისა და ვოკალის შესაქმნელად იყენებს თავისი ხმის შესაძლებლობებს, ასევე სემპლერსა და პროცესორის ეფექტს.

ვახტანგი რუსეთში ბითბოქსის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს, ასევე თანამშრომლობს ისეთ შემსრულებლებთან, როგორიც არიან ვალერი მელაძე, სოსო პავლიაშვილი, ნიუშა, ტიმურ როდრიგეზი, ირაკლი, პეტრ დრანგა, Noize MC, "ВИА Гра" და სხვა.

კონცერტის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ფილარმონიის სალაროში ან ონლაინ ვებგვერდზე www.tkt.ge.


ყველა ახალი ამბავი
0