22:40 24 ივლისი 2017
პირდაპირი ეთერი
საახალწლო მორთულობა

თბილისი ახალი წლისთვის ემზადება

© Sputnik/
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო ახალი 2017 წლისთვის ემზადება (35)
4310

საახალწლოდ თბილისის ცენტრში დაახლოებით 30 ქუჩას მორთავენ.

თბილისი, 1 დეკემბერი —  Sputnik. თბილისის მერია საახალწლოდ დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების მორთვას შეუდგა — რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირებზე სადღესასწაულო მოსართავები უკვე გამოჩნდა.

„წელს საახალწლო ილუმინაციებით ქალაქის თითქმის ყველა ცენტრალური ქუჩა მოირთვება. მთლიანად აღდგენილია ძველი სანათები, ხოლო რამდენიმე ქუჩაზე — აღმაშენებლის, პეკინის გამზირებსა და კახეთის გზატკეცილზე ახალ ილუმინაციას გააკეთებენ“, — განაცხადეს მერიის პრეს-სამსახურში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

მერია საახალწლოდ თბილისის დაახლოებით 30 ქუჩის მორთვას აპირებს. განათებას 15 დეკემბერს ჩართავენ.

საახალწლო განათებაზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 1,2 მილიონ ლარამდე თანხა გამოიყოფა.

თემები:
საქართველო ახალი 2017 წლისთვის ემზადება (35)

მთავარი თემები