თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ადმინისტრაციული ხარჯების, ასევე ჩინოვნიკების ხელფასების 10%-ით შემცირებას ითვალისწინებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ჩინოვნიკების ხელფასები და პრემიები ოპოზიციის კრიტიკის საგანია, რომელიც მიიჩნევს, რომ ჩინოვნიკები, პირველ რიგში, საკუთარ ჯიბეზე ზრუნავენ და არა ადამიანებზე.
„ჩვენ ვაპირებთ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას. ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების უმრავლესობაში 10%-ით შევამცირეთ შრომის ანაზღაურების ფონდი, ასევე 10%-ით შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
2017 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტი უკვე გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტს და მისი განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყება.
როგორც პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ყველა პრიორიტეტული მიმართულება და გაიზრდება განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ბიუჯეტები.
მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 2016 წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.