07:09 19 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8554
  • 100 RUB3.8785
  • USD2.4586
სტუდენტები პლაკატებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში

ვითარება თსუ-ში დაიძაბა: „აუდიტორია 115“-მა მოქმედება დაიწყო

© Sputnik / Levan Avlabreli
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
4001

სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის აქტივისტები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ კორპუსში საარჩევნო უბნების პიკეტირებას ახდენენ.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის აქტივისტებმა საკუთარი მოთხოვნების რეალიზება დაიწყეს — მათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ კორპუსში ოთხივე საარჩევნო უბნის პიკეტირება მოახდინეს. დღეს თსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

სტუდენტების აქცია თსუ-ს პირველ კორპუსში
© Sputnik / Levan Avlabreli
სტუდენტების აქცია თსუ-ს პირველ კორპუსში

„აუდიტორია 115“ სტუდენტური თვითმმართველობის წინააღმდეგ გამოდის. მისი წევრები აცხადებენ, რომ თვითმმართველობის უკან უსაფრთხოების სამსახურების აგენტები დგანან და ისინი არა სტუდენტების, არამედ ხელისუფლების ინტერესებს ატარებენ.

„ყველა საარჩევნო უბანი პირველ კორპუსში პიკეტირებულია. პიკეტირება მეორე კორპუსშიც დაიწყება, ხოლო მესამე კორპუსში კენჭისყრის პროცედურა უკვე შეწყვეტილია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რათა არ გაგრძელდეს ეს ძალადობრივი, იერარქიული სტრუქტურა კიდევ ორი წლით“, — განუცხადა ჟურნალისტებს „აუდიტორია 115“-ის ერთ-ერთმა აქტივისტმა გიორგი ჩიხლაძემ.

უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსში დილიდან 13 საარჩევნო უბანი გაიხსნა. სტუდენტურ თვითმმართველობაში 140 ადგილზე 174 კანდიდატია წარდგენილი.

„აუდიტორია 115“ სტუდენტური თვითმმართველობის წინააღმდეგი ზოგადად არ არის, მაგრამ მის რეფორმირებას მოითხოვს. გაერთიანება მოითხოვს პირდაპირ არჩევნებს სენატში (წარმომადგენლობით საბჭოში) და ფაკულტეტების საბჭოებში.

არჩევნების ჩასაშლელად „აუდიტორია 115“ წინასწარ მოემზადა — გუშინ, საღამოს ისინი უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში შეიჭრნენ და შენობაში შესასვლელი დაბლოკეს.

მთავარი თემები