UNICEF: საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს

© photo : Derek Maul უპატრონო ბავშვები
უპატრონო ბავშვები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეროს ბავშვთა ფონდი ორ წელიწადში ერთხელ საქართველოში ატარებს კვლევას, რათა დაადგინოს, როგორ იცვლება ადგილობრივთა ცხოვრება.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი საღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე საარსებო მინიმუმზე — თვეში 69 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს, ნათქვამია UNICEF-ის მოსახლეობის კეთილდღეობის 2015 წლის კვლევის შედეგებში. კვლევა, რომელშიც საქართველოს მკვიდრი 4 500 ოჯახი მონაწილეობს, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. 

UNICEF-ის ექსპერტები ერთსა და იმავე ოჯახებს იკვლევენ, რათა გაარკვიონ ამ ხნის მანძილზე რამდენად იცვლება მათი ცხოვრება. 

ბავშვთა სახლები ქობულეთში - Sputnik საქართველო
ქობულეთში საოჯახო ტიპის ორი ბავშვთა სახლი გაიხსნა

„საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სიღარიბესთან ბრძოლის სფეროში სოციალური ტრანსფერების, განსაკუთრებით კი, პენსიებისა და მიზნობრივი სოციალური დახმარების მეშვეობით”, – განაცხადა ლაილა ომარ გადმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.  

მისი თქმით, სიღარიბის მაჩვენებლები შემცირდა, მაგრამ ბავშვები კვლავ რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად. საქართველოს სოციალური დაცვის სისტემა უნდა პასუხობდეს სოციალურ გამოწვევებს, რომლებიც დგას მისი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების წინაშე. ბავშვის უფლებათა დაცვა ახლა ისე აუცილებელია, როგორც არასდროს — და არსებითია უფრო ძლიერი და სტაბილური საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის, აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა. 

კვლევის თანახმად, ბავშვიან ოჯახებს შორის სიღარიბის მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე უბავშვო ოჯახებში. ბავშვთა სიღარიბის დონე დაახლოებით 50%-ით უფრო მაღალია სოფლად, ვიდრე ქალაქებში.

უკიდურესი სიღარიბის (1.25 აშშ დოლარი დღეში, რაც სამ ლარზე ნაკლებია) დონე შემცირდა 2013 წელთან შედარებით 3,9-დან 2,1 პროცენტამდე მოსახლეობაში, ხოლო 6-დან 2,5 პროცენტამდე — ბავშვებში.

ზოგადი სიღარიბის (ზოგადი სიღარიბის ზღვარია დღეში 2,5 აშშ დოლარი, ანუ დღეში დაახლოებით 5 ლარზე ნაკლები) დონე მოსახლეობაში 2013 წლის 24,6 პროცენტიდან 18,4 პროცენტამდე, ხოლო ბავშვებში 28,4-დან 21,7 პროცენტამდე შემცირდა.

იმატა ადამიანთა მიერ სიღარიბეში ყოფნის სუბიექტურმა განცდამ. გაზრდილი ფასები, მძიმე ავადმყოფობა და ოჯახების შემოსავლის შემცირება დასახელდა ძირითად პრობლემებად, რასაც მოსახლეობა აწყდება.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება ღარიბებისათვის ჯანდაცვის დაზღვევის პაკეტის გაზრდას აპირებს

ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული საშუალო ხარჯი 31%-ით გაიზარდა. მედიკამენტების შეძენა ჯანდაცვაზე გაწეული მთლიანი ხარჯების მთავარ კომპონენტად რჩება.

3-5 წლის ბავშვების საბავშვო ბაღებში დასწრების მაჩვენებელი 2015 წელს 62,3 პროცენტამდე გაიზარდა 2013 წლის 57,9 პროცენტთან შედარებით.

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის პრეზენტაცია გაეროს ბავშვთა ფონდის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ნაწილია. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ტარდება ლიტერატურული კამპანია „პატარა ისტორიები“, საჯარო დისკუსიები, სტრიტ–არტი თემაზე „ყველა ბავშვისთვის, იმედი“, კონკურსი ვიზუალური ხელოვნების სტუდენტებისთვის, 70 წლისთავისადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიება, რომელიც მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ნამუშევრების გამოფენას, მწერალთა მიერ პატარა ისტორიების წაკითხვას, ბავშვთა პარაორკესტრს, თეატრალურ წარმოდგენას და მუსიკას.

ყველა ახალი ამბავი
0