თბილისში ტალანტებს ეძებენ

© photo: courtesy of Georgian State Pantomime Theaterპანტომიის თეატრის მიმი
პანტომიის თეატრის მიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარულ ტელეშოუ „ნიჭიერის“ ქასთინგზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

თბილისი, 3 სექტემბერი— Sputnik. ერთ-ერთი პოპულარული ტელეპროექტის, ტალანტების შოუ „ნიჭიერის“ შესარჩევი ქასთინგი თბილისში 3-4 სექტემბერს გაიმართება.

„თუ გაქვს საინტერესო ნიჭი, განსაკუთრებული შესაძლებლობები, რომელიც გსურს, რომ დიდ სცენაზე და მრავალი მაყურებლის წინაშე გამოავლინო — მოდი ქასთინგზე", — ნათქვამია პროექტის ორგანიზატორების განცხადებაში. 

ნიჭიერის გამარჯვებული ბარბარე სამხარაძე - Sputnik საქართველო
ლაგოდეხელი ელა ფიცჯერალდი და აურზაური ,,ნიჭიერის“ გარშემო

პროექტში მონაწილეობის მსურველებს თავიანთი უნიკალური შესაძლებლობებისა და ნიჭის წარმოჩენა ჟიურის წინაშე  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობაში შეეძლებათ. თბილისში შესარჩევ ქასთინგამდე პროექტის მონაწილეთა შერჩევა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოხდა. ჟიურის შემადგენლობა და პროექტ „ნიჭიერის“ დაწყების ზუსტ თარიღს ორგანიზატორები ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ.

„ნიჭიერი“ ცნობილი ბრიტანული შოუს Got Talent-ის ქართული ანალოგია. პირველი „ნიჭიერი“ საქართველოში ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში 2010 წლის თებერვალში გავიდა.

„ნიჭიერის“ ბოლო, მეექვსე სეზონის გამარჯვებული, რომლის ფინალიც 2016 წლის იანვარში გაიმართა, კახეთის წარმომადგენელი, 16 წლის ბარბარე სამხარაძე გახდა. მან მაყურებლის ხმათა 48,6% მიიღო და პროექტის ლიდერი გახდა. ჯილდოს სახით ბარბარემ პროექტის მთავარი პრიზი — ბინა თბილისში, ასევე ავტომობილი, ფულადი პრიზები და სერ ელტონ ჯონის კონცერტზე საგზური მიიღო.


ყველა ახალი ამბავი
0