23:48 19 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
გიორგი კვირიკაშვილი და სტარტაპის პროგრამის გამარჯვებულები

„სტარტაპ საქართველს“ 36 გამარჯვებული დაჯილდოვდა

© FB/ Георгий Квирикашвили
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
.სტარტაპ-საქართველო (17)
14910

საქართველოში ბიზნეს-იდეების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  ინოვაციური ბიზნესის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის „სტარტაპ საქართველოს“ 36 გამარჯვებული დააჯილდოვა. პროგრამის წარმომდგენებს შეეძლებათ მიიღონ სახელმწიფო დაფინანსება თავიანთი ბიზნეს იდეების განსახორციელებლად. 

„ეს არის ჩემთვის პირადად ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, თუკი რამ წამომიწყია ცხოვრებაში და ნამდვილად მეამაყება, რომ საქართველოში დღეს არის საშუალება, ადამიანმა ნულიდან, მართლაც არაფრიდან, მხოლოდ საინტერესო იდეაზე დაყრდნობით დაიწყო ბიზნესი. ძალიან მახარებს, რომ საქართველოში უკვე შეიქმნა და ფუნქციონირებს ეკოსისტემა, სადაც ახალი, ინოვაციური იდეები ხორცს ისხამს“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დამწყები ბიზნესის ხელშეწყობა ეს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა საპარტნიორო ფონდს, ეკონომიკის სამინისტროს და ყველა ადამიანს, რომელთა მეშვეობით, ეს სისტემა ძალიან მოკლე პერიოდში ჩამოყალიბდა. მთავრობის მეთაურმა ასევე გამარჯვება მიულოცა ყველა გამარჯვებულ დამწყებ ბიზნესმენს, ხოლო მათ, ვინც დაფინანსება ამ ეტაპზე ვერ მოიპოვა, წარმატებები უსურვა.

„მინდა, წავახალისო ყველა, ვინც ამ ეტაპზე ვერ მოიპოვა დაფინანსება, მინდა გითხრათ, არასოდეს გაჩერდეთ. ის, რომ თქვენი გამარჯვების სიმბოლო არის ფილმ „შერეკილების“ ძალიან ცნობილი საფრენი აპარატი, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ არც ერთი იდეის არ უნდა შეგეშინდეთ. არასოდეს უნდა იფიქროთ, გადადგათ თუ არა ნაბიჯი წინ. არასოდეს იფიქროთ, ვინმეს ხომ არ აქვს ასეთი გაკეთებული — როგორც კი მოგივათ საინტერესო იდეა, ყოველთვის გადადგით პირველი ნაბიჯი და ის აუცილებლად გაამართლებს. თუ პირველი არა, მეათე გაამართლებს. დარწმუნებული ვარ, ეს არის პროექტი, რომელიც საქართველოს შეცვლის, რომელიც თვისობრივად ახალ ეკონომიკის მიმართულებას გააჩენს ქვეყანაში და ამ პროექტის მხარდაჭერა აუცილებლად გაგრძელდება. მინიმუმ ათწლეულია საჭირო, რომ ამ მიმართულების წახალისებამ თვისობრივი, ხარისხობრივი ცვლილებები შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურაში და ჩვენ ნამდვილად მოწოდებული ვართ, ეს მიმართულება გავაძლიეროთ“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ, პროექტის ბიუჯეტის გაზრდაც იგეგმება.

„სტარტაპ საქართველოს“ ჯამში, 56 გამარჯვებული ჰყავს. კონკურსის შემდგომი ეტაპი, დაფინანსების მოპოვებისთვის, 20 სექტემბრიდან გამოცხადდება.


თემები:
.სტარტაპ-საქართველო (17)

მთავარი თემები