თბილისის მერიის შენობასთან მეორე დღეა მწვანე აქტივისტი შიმშილობს

© FB/Алеко Элисашвилиხეები რომლებიც ყაზბეგის გამზირზე მოჭრეს
ხეები რომლებიც ყაზბეგის გამზირზე მოჭრეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპერის მომღერლები ოთარ ჯორჯიკია და ანიტა რაჭველიშვილი მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად საღამოს იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე შეკრებასა და იქიდან თბილისის მერიისკენ მსვლელობას გეგმავენ.

თბილისი, 18 აგვისტო— Sputnik. საზოგადოებრივი ორგანიზაციის “პარტიზანული მებაღეობის” ხელმძღვანელმა  ნატა ფერაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა- ის უკვე მეორე დღეა თბილისის მერიის შენობის წინ შიმშილობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия".

ბოლო დროს Facebook-ის მომხმარებლები აქვეყნებენ თბილისის სხვადასხვა რაიონში მოჭრილი ხეების სურათებს. ისინი უკმაყოფილებას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქში ხეების გაჩეხვის ხარჯზე სულ უფრო მეტი ახალი შენობა ჩნდება.

ფერაძე მანამდე აპირებს შიმშილობის გარძელებას, სანამ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი  და მისი მოადგილე ნუგზარ კახნიაური არ გადადგებიან.

ბიძინა ივანიშვილის ცენტრი - Sputnik საქართველო
"პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქციაზე საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი დააკავეს

„ჩვენ საკუთარ სქემას ვამუშავებთ, როგორ უნდა იმართებოდეს ეს სამსახური. ის შეთანხმებულად უნდა მუშაობდეს. ასევე საბჭოს შექმნის იდეით გამოვდივართ, რომელშიც ჩვეულებრივი მოქალაქეები შევლენ და მათ ეცოდინებათ, რომელი ხეები და სად მოიჭრება“,- განაცხადა ფერაძემ.

ფერაძემ აღნიშნა, რომ ის იძულებაული იყო მიემართა პროტესტის უკიდურესი ზომისათვის, რადგან ორგანიზაციის არსებობის სამი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ვერაფერი ვერ შეცვალა ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მუშაობაში. ჯანმრთელ ხეებს ჭრიან და დაავადებულებს არ მკურნალობენ.

„შედეგად ასეთი დაბინძურებული გარემო მივიღეთ. მე დედა ვარ, ორი შვილი მყავს და გულგრილად ვერ ვუყურებ იმას, რომ ჩვენ ონკოლოგიის მხრივ საშიში გარემო გვაქვს, ქუჩაში საშიშია ბავშვების გაყვანა“,- ხაზი გაუსვა ფერაძემ.

ვაკის პარკში აქციაზე მისულ  ნებისმიერ მსურველს საჩუქრად გადასცემდნენ ცხოველებს. - Sputnik საქართველო
თბილისში ცხოველების გაჩუქების აქცია გაიმართა

“პარტიზანულ მებაღეობას” მხარი დაუჭირეს საქართველოს ოპერის მომღერლებმა. ოთარ ჯორჯიკია და ანიტა რაჭველიშვილი მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად საღამოს იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე შეკრებასა  და იქიდან თბილისის მერიისკენ მსვლელობას გეგმავენ. იქიდან ისინი ქალაქის სხვადასხვა უბნებში წავლენ.

„ეს ტრადიციული მსვლელობაა, რომელსაც ჩვენ ყოველ ხუთშაბათს ვატარებთ. ეს უკვე მესამე მსვლელობაა, რომელიც ტრადიციული გახდება. ჩვენ მანამდე გამოვხატავთ პროტესტს, სანამ არ მივაღწევთ იმას, რომ ქალაქში ხეების მოჭრას შეწყვეტენ“,-განაცხადა ჯორჯიკიამ.

გასულ კვირას ოპერის მომღერლებმა თბილისის ცენტრში ალექსანდროვის ბაღში უფასო კონცერტი გამართეს, რომელზეც ყველას მოუწოდეს შემოუერთდნენ და მწვანე ქალაქისათვის იბრძოლონ.

ყველა ახალი ამბავი
0