10:12 25 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
ერისიონი

„ერისიონი“ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას შეუერთდა

facebook.com/georgiantreasure
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
4801

მოცეკვავეებმა „ხორუმი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის ფარგლებში დამზადებული მაისურებით შეასრულეს, რომლებზეც ლოგო - საგზაო ნიშნებით დაფარული გულია გამოსახული. ამ გზავნილით ანსამბლი „ერისიონი“ შსს-ს კამპანიას შეუერთდა, აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „ერისიონმა” 13 აგვისტოს ურეკში, Black Sea Arena-ს სცენაზე გრანდიოზული კონცერტი გამართა, რომელიც შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის — „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ გზავნილით დაასრულა.

„კონცერტის დასკვნით ნაწილზე „ერისიონის“ მოცეკვავეებმა ცეკვა „ხორუმი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის ფარგლებში დამზადებული მაისურებით შეასრულეს, რომლებზეც ლოგო — საგზაო ნიშნებით დაფარული გულია გამოსახული. ამ გზავნილით ანსამბლი „ერისიონი“ შსს-ს კამპანიას შეუერთდა“, – აღნიშნულია შსს–ს პრეს–სამსახურის განცხადებაში.

შსს–ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. სოციალურ კამპანიას სხვადასხვა ინციატივებით უერთდებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, კომპანიები, რიგითი მოქალაქეები.

ანსამბლი „ერისიონი“ 1885 წელს დაარსდა. ამჟამად ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მსოფლიო პროექტია „ეთნოს“ სტილში.

საკონცერტო დარბაზი Black sea arena საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ფონდი “ქართუს” მიერ აშენდა, რომელიც სახელმწიფოს გადაეცა. ამ სცენაზე კონცერტები უკვე გამართეს კრისტინა აგილერამ და ვანესა მეიმ.

 

მთავარი თემები