საქართველო და იორდანია განათლების სფეროში ითანამშრომლებენ

© FB/ Александр Джеджелаваალექსანდრე ჯეჯელავა და მუჰამად სნეიბათი
ალექსანდრე ჯეჯელავა და მუჰამად სნეიბათი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხარეები გააფორმებენ მემორანდუმს და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და მისი იორდანელი კოლეგა მუჰამად სნეიბათი განათლების სფეროში თანამშრომლობაზე მემორანდუმის გაფორმების თაობაზე შეთანხმდნენ.

მუშა - Sputnik საქართველო
საქართველოს სკოლებში პროფესიული განათლების პროგრამას ნერგავენ

საქართველოს ივლისის ბოლოს იორდანიიდან დელეგაცია ეწვია იორდანიის განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით. ვიზიტის მიზანი პედაგოგების პროფესიული განვითარების, ასევე ამ სფეროში განხორციელებული რეფორმების კუთხით საქართველოს მთავრობის პოლიტიკის გაცნობა იყო.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი მეგობრები და უცხოელი კოლეგები განათლების მიმართულებით ჩვენი გამოცდილებით არიან დაინტერესებული. რამდენიმე დღეა, ვცდილობთ გავაცნოთ მინისტრს ყველა მიმართულება — მასწავლებელთა გადამზადების, პროფესიული განათლების გამოცდილება და დავგეგმოთ სამომავლო გეგმები“, — განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

იორდანიის მინისტრმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მოხარულია საქართველოში ვიზიტითა და თანამშრომლობით.

„მოხარული ვარ, რომ სამინისტროს სტუმარი ვარ. მინისტრთან შეხვედრისას ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და იორდანიაში პროფესიული განათლების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, პედაგოგებისა და უმაღლესი განათლების განვითარებაზე, ასევე გავუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი პრაქტიკა“, — აღნიშნა სნეიბათმა.

შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა ტექნოპარკი და პარკის ტერიტორიაზე არსებული სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები FabLab დაათვალიერეს.

ყველა ახალი ამბავი
0