16:30 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
დარიალის ხეობაში დროებით უსადენო განათებას დაამონტაჟებენ

დარიალის ხეობაში დროებით უსადენო განათებას დაამონტაჟებენ

© FB/ Министерство регионального развития и инфраструктуры Грузии
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სამხედრო გზა ღვარცოფის გამო დაიკეტა (18)
13 0 0

იმისთვის, რომ დარიალის ხეობაში ტრანსპორტის გადაადგილება კომფორტული იყოს, სტიქიის ზონაში 60 ცალი ლედ–განათების ბოძი დაიდგმება.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. დარიალის ხეობაში, საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანდა, დროებითი უსადენო განათების დამონტაჟება დაიწყო.

კოკისპირული წვიმებისა და ღვარცოფის გამო 23 ივნისს მდინარე თერგმა კალაპოტი შეიცვალა და საქართველოს სამხედრო გზის 134-ე–135-ე კმ-ზე მონაკვეთი მთლიანად წალეკა. საავტომობილო მოძრაობა 6 ივლისს აღდგა.

„სტიქიის ზონაში 60 ცალი ლედ–განათების ბოძი დაიდგმება და პერიმეტრს სრულად გაანათებს, რაც გადაადგილებას უფრო უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის. ასევე, ევაკუაციის შემთხვევაში, განათებული გზა გაამარტივებს სტიქიის ზონიდან ადამიანების, მანქანებისა და ტექნიკის  გამოყვანას", — აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ამჟამად გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა დაშვებულია 05:30 საათიდან 20:00 საათამდე. ამასთან, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს: აკრძალულია სატვირთო მანქანების ერთდროული მოძრაობა შემხვედრი მიმართულებით, აკრძალულია გაჩერება. უხვი ნალექის შემთხვევაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

თემები:
საქართველოს სამხედრო გზა ღვარცოფის გამო დაიკეტა (18)

მთავარი თემები